From Wikipedia, the free encyclopedia
თელავის მაზრა — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
1846 წლიდან თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1801 წელს, მოიცავდა ალაზნის ხეობის ზემო ნაწილს. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით მაზრის მოსახლეობა 47 000 ადამიანი იყო. მონპერესვე ცნობით თელავის მაზრაში განვითარებული იყო მეღვინეობა, ვენახებს ეჭირა 7 ათასი დესეტინა მიწა და ისხმებოდა 31 360 000 პინტა ღვინო. მეღვინეობის საუკეთესო ადგილები იყო კონდოლი, ყვარელი და წინანდალი. 1841 წელს დაიყო თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებად. 1842 წელს თელავის მაზრას ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები და მათგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული შექმნეს. 1844 წელს აღადგინეს სიღნაღის მაზრა, თელავის მაზრა კი თელავისა და ყვარლის უბნებად დაყვეს. 1874 წელს თელავის მაზრას თიანეთის მხარეც ჩამოსცილდა. 1891 წელს თელავის მაზრა იყოფოდა ქალაქ თელავად (11 214 მცხ.), ყვარლისა (20 543 მცხ.) და წინანდლის უბნებად (33 362 მცხ.). სულ მაზრაში შედიოდა ერთი ქალაქი და 61 სოფელი. მისი ტერიტორია შეადგენდა 2523,43 კმ²-ს.[1] თელავის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.