გაგამარუ (ნამდვილი სახელითეიმურაზ ჯუღელი; დ. 23 თებერვალი 1987, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სუმოისტი. რიგით მესამე ქართველი სუმოისტი კოკაისა და ტოჩინოშინის შემდეგ, რომელმაც „მაკუუჩის“ ზედა რანგებს მიაღწია. მის ყველაზე დიდ შედეგად ითვლება „კომუსუბის“ წოდება, რომელიც 2012 წლის მარტში მიიღო. 2020 წლის ნოემბერში კარიერა დაასრულა. [1]

სწრაფი ფაქტები გაგამარუ, მშობლიური სახელი ...
გაგამარუ
Thumb
მშობლიური სახელი თეიმურაზ ჯუღელი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1987 (1987-02-23) (37 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 186
წონა 199 კგ
დებიუტი ნოემბერი, 2005
უმაღლესი რანგი კომუსუბი (მარტი, 2012)
დახურვა

ადრეული ცხოვრება

დაიბადა თბილისში, ვარჯიშობდა ძიუდოსა და სამბოში, მოახერხა და მოიგო ახალგაზრდული ჩემპიონატი ორივე სპორტის სახეობაში მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის იყო.[2] 2005 წელს საქართველოს სუმოს ნაკრებთან ერთად მიწვეული იქნა 2005 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ სუმოს ჩემპიონატზე ოსაკაში. ინდივიდუალურად მან მესამე, ხოლო გუნდურად მეორე ადგილი დაიკავა.[2] ამის შემდეგ იგი დარჩა სუმოში და 2005 წლის ნოემბერში შედგა მისი დებიუტი.

კარიერა

კარიერის დაწყებიდან მალევე მოახერხა დაბალი დივიზიონების გადალახვა და 2006 წლის ნოემბერში მიაღწია „მაკუშიტას“. იგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოჯახთან ერთად დროის გატარებას გეგმავდა, მაგრამ მამამისი ავტოავარიაში დაიღუპა.[2] 2009 წელს „მაკუშიტა დივიზიონის“ 7-0 ბალანსით მოგების[3] შემდეგ გამართულ პრეს-კონფერნციაზე მან გამარჯვება მამამისს მიუძღვნა.[3] მიიღო „მებრძოლი სულის“ ორი პრიზი და ორი „კინბოში“ დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის. 2012 წელს მან კარიერის პიკს მიაღწია და მიიღო „კომუსუბის“ წოდება.[4] 2014 წელს იგი დაქვეითდა მეორე დივიზიონში, მაგრამ 2015 წელს კვლავ აღზევდა.

2019 ნოემბრის ბაშოზე პირველად დააფიქსირა შემთხვევა, 33 წლის ასკაში პირველად გამოტოვა ბრძოლა ტრავმის გამო, რაც სუმოს ისტორიაში უიშვიათესი შემთხვევაა.

2018-2019 წლებში, მას ორივე მუხლის ტრავმა უფრო გაუმწვავდა და ბაშოდან ბაშომდე კარგავდა პოზიციებს. 2020 წლის იანვარში ბოლო ბრძოლა გამართა ჰაცუ ბაშოზე, ნომბერში კი ოფიციალურად დაასრულა კარიერა.[5]

სტილი

გაგამარუ ძრირთადად ოში-ძუმოს სტილიში ბრძოლობს, მისი ყველაზე გავრცელებული კიმარიტე (ილეთი) არის ოში-დაში, რაც ხელების მძლავრი დართყმით მეტოქის დოჰიოდან გადადაგდებას გულისხმობს, 2013 წელს იგი იწონიდა 212 კგ-ს და იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი სუმოისტი, მაგრამ ამჟამად იგი 199 კგ-ს იწონის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.