From Wikipedia, the free encyclopedia
გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80 (რუს. Весенние ритмы. Тбилиси-80) — მუსიკალური ფესტივალი ჩატარებული თბილისში, საქართველოს სსრ, 1980 წლის 8-16 მარტს. ეს იყო პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი საბჭოთა კავშირში და ხშირად მოიაზრება როგორც გარდატეხის წერტილი საბჭოთა როკ მუსიკის ისტორიაში.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ეროვნული ფილარმონია, საქართველოს კომპოზიტორტა კავშირი, ახალგაზრდული კულტურის რესპუბლიკური ცენტრი და საქართველოს სსრ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი. ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ასევე მოიხსენიებენ ედუარდ შევარნაძესაც.
ფესტივალის გახსნა 8 მარტს შედგა და მას ფინელი კინო დოკუმენტალისტებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ფესტივალზე გადაღებული მრავალი კადრი დოკუმენტურ ფილმში "საბჭოთა როკი" (Советский рок») გამოიყენეს.
Лауреаты фестиваля "Весенние ритмы" - Тбилиси - 1980 | |
---|---|
კომპილაციური ალბომი — სხვადასხვა | |
გამოცემის თარიღი | 1981 |
ჩაიწერა | 1980 |
ჟანრი | როკ-მუსიკა |
ხანგრძლივობა | 75:00 |
ლეიბლი | მელოდია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.