თარხუნთი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
თარხუნთი, მძლეველი გმირი — ამინდის ღვთაება ლუვიურსა და გვიანდელ ხეთურ სამყაროში (სამხრეთ მცირე აზიასა და ჩრდილოეთ სირიაში ძვ.წ. II-I - სს). დაკავშირებული იყო სიუხვის მომტან წყლებთან და ქვეყნის ნაყოფიერებასთან. ძირითადი ატრიბუტია — ყურძნის მტევანი და თავთავების კონა. მისი შესატყვისი იყო შუმერული იშქური, სემიტური ადადი, ხურიული თეშუბი. თარხუნთს გენეტიკურად უკავშირდებიან ღვთაებები — კილიკიური ტროკო, ლიკიური trqq, ძველსომხური „ტორქ“ და ეტრუსკული ტარქონი. ძვ.წ. II-I ათასწლეულში მცირე აზიაში „თარხუნთ-თარხუ“ კომპონენტისგან ნაწარმოები იყო მრავალი თეოფორული საკუთარი სახელი (თარხუნთასა, თარხულარა, თარხუნთაცითი და სხვა.)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.