მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
თარო კლდე — მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. შუქრუთში. წარმოადგენს ზედა პალეოლითის ადრინდელი საფეხურის კლდოვან ეხს. 1917 წელს აღმოაჩინა და მცირე ძიება ჩაატარა ს. კრუკოვსკიმ. მასალა პირველად შეისწავლა ს. ზამიატნინმა. ნაპოვნია ქვის მრავალნაირი იარაღი (ნუკლეუსები, მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები საჭრისები, საფხეკები, ზურგდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლითური ფირფიტები, მუსტიეს ხანის წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღი და ანატკეცები), აგრეთვე ძვლის იარაღის 2 ნატეხი. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
თარო კლდე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აღმოჩენის წელი | 1917 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.