From Wikipedia, the free encyclopedia
თამღა — მონღოლური გადასახადი თბილისში. თამღა საქალაქო სავაჭრო გამოსაღები იყო და ნავაჭრის 3%-ის ოდენობით იღებდნენ. თამღის აკრება ხშირად იჯარით გაიცემოდა. XIII საუკუნის 80-იან წლებში თბილისში გადასახადთა აკრების საქმე ხელთ იგდო მუსლიმურმა ვაჭარმა ხოჯა-აზიზმა, რის გამოც იმდენად გათავხედდა, რომ მეფის სამზარეულოსთვის შეძენილ სანოვაგეზეც კი ახდევინებდა თამღას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.