From Wikipedia, the free encyclopedia
თამარ გურიელი — იმერეთის დედოფალი, XVII საუკუნის მოღვაწე, მამია II გურიელის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის პირველი ცოლი. ალექსანდრემ 1618 წელს ცოლად შეირთო თამარი, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი – ბაგრატი (შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ IV). ორი წლის შემდეგ, 1620 წელს ალექსანდრემ თამარს ღალატი დააბრალა და ბაგრატთან ერთად გურიელს მიუბრუნა. ამან იმერეთის მეფესა და გურიელს შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია, რითაც მოხერხებულად ისარგებლა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა და იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კავშირი შეკრა გურიელთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.