თავშავა

From Wikipedia, the free encyclopedia

თავშავა

თავშავა (Origanum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. წვრილი მოვარდისფრო-მეწამული ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილედებად.

Thumb
Origanum vulgare

20-ზე მეტი სახეობა ევროპაში (უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში) და დასავლეთ აზიაშია გავრცელებული. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული Origanum vulgare. იზრდება მშრალ მდელოებზე, ველებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებში.

თაფლოვანი და ეთერზეთოვანია. შეიცავს აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს და ასკორბინის მჟავას. გახმობილი ყვავილებისა და ფოთლების ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყენებენ კულინარიაში, ლიქიორისა და არყის წარმოებაში.

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.