Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ ერთი სადგური, მეტროსადგურებს რუსთაველსა და ავლაბარს შორის. გაიხსნა 1967 წლის 6 ნოემბერს. არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხიშვილი, ქ. კობახიძე (ქვედა სადგური), რ. ბაირამაშვილი და დ. მორბედაძე (თავდაპირველი ზედა პავილიონი).[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
„თავისუფლების მოედანი“ | |
---|---|
რუს. Площадь Свободы რუს. Площадь Ленина პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი | |
ამოსასვლელი | 41°41′42″N 44°48′00″E |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
გახსნის თარიღი | 6 ნოემბერი, 1967 |
წინა სახელები | ლენინის მოედანი |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი | ვ. ალექსი-მესხიშვილი, ქ. კობახიძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი | რუსთაველის გამზირი |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„თავისუფლების მოედანი“ ვიკისაწყობში |
თავდაპირველი მიწისზედა პავილიონი შედიოდა უნივერმაღ „თბილისის“ კომპლექსში. მიწისქვეშა სადგური, რომელიც ზედა ვესტიბიულთან დაკავშირებულია ესკალატორით, წარმოადგენს სვეტების (კოლონების) რიგს, რომლებიც თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული; გადახურვა კამაროვანია. იატაკზე დაგებულია წითელი მარმარილოს ფილები.[1]
სადგური 2006 წელს განახლდა. ცვლილებები შეეხო მის ვიზუალურ მხარეს. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, სარეკლამო ბილბორდები და მონიტორები. განახლდა საკომუნკაციო სისტემაც. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სადგურში წითელი და თეთრი ფერები ჭარბობს: საქართველოს დროშისა და წითელი ვარდისგან შექმნილი კომპოზიციის შესაბამისად.
უნივერმაღ „თბილისის“ დანგრევისა და მის ადგილზე „გალერეა თბილისის“ აშენების (2017–2018) შემდეგ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ახალი ზედა პავილიონი (ძველი აღარ არსებობს) ახალაშენებული შენობის შიგნით აღმოჩნდა.[3]
თავისუფლების მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად განთავსებული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში და რამდენიმე მეტრით ჩამორჩება რუსთაველს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.