From Wikipedia, the free encyclopedia
ზემო ხალაწნის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღლობზე. განეკუთვნება XVI საუკუნეს.
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 5,4 მ). ნაგებია რიყის ქვით. ქვა შერჩეულია და დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. ინტერიერის კედლების მოსაპირკეთებლად და ზოგიერთი დეტალისათვის აგურია გამოყენებული. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, კედლების ზედა ნაწილები, დარბაზი ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს შეისრული თაღი აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. რომელშიც შემორჩენილია სარკმლის სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილი და ნიშის კვალი.
მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთიდან რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით ნაგები, გეგმით კვადრატული და სამ მხარეს ფართო შეისრული თაღებით გახსნილი კარიბჭე მიუდგამთ (ძლიერ დაზიანებულია). შიგნით კარიბჭეს შეისრული კამარა ხურავს. კარიბჭეს დასავლეთიდან კვადრატული გეგმის (2,2 X 4,2 მ) ნაგებობა ეკვრის. მისი კედლების წყობაში ჩართულია ქვიშაქვის რამდენიმე ლოდი (ერთ-ერთის სიგრძე 3,5 მეტრია, სიმაღლე - 0,8 მეტრი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.