X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზე From Wikipedia, the free encyclopedia
ზემო ყარაბულაღის ეკლესია — X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულაღში.
ზემო ყარაბულაღი | |
ზემო ყარაბულაღის ეკლესია 2019 წელს | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°25′01″ ჩ. გ. 44°05′52″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
თარიღდება | X-XI სს. |
ტაძარი დგას მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან. გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრეთ კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით და კვირიკე მეფეები.
„ქ. ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ დავით მეფ(ე) და კ(ვირიკ)ე მეფე[1]“ |
შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.