From Wikipedia, the free encyclopedia
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 (ასევე ცნობილი როგორც XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები; ჩინ.: 第二十四届冬季奥林匹克运动会) ― საერთაშორისო ასპარეზობა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში. ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქია პეკინი, ჩინეთი. თამაშები ოფიციალურად 4 თებერვალს გაიხსნა, თუმცა წინაშესარჩევი ღონისძიებები 2 თებერვლიდან ტარდებოდა.
მასპინძელი | პეკინი, ჩინეთი |
---|---|
დევიზი | ერთად გაზიარებული მომავლისთვის |
მონაწილე | 91[1] |
სპორტსმენი | 2 871[1] |
ღონისძიება | 109 — სპორტის 7 სახეობაში (15 დისციპლინა) |
გახსნა | 4 თებერვალი |
დახურვა | 20 თებერვალი |
გამხსნელი |
პრეზიდენტი სი ძინპინი |
სტადიონი | პეკინის ეროვნული სტადიონი |
ზამთრის ზაფხულის |
მასპინძელ ქალაქად პეკინი 2015 წელს კუალა-ლუმპურში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე შეარჩიეს. 2022 წლის ოლიმპიური თამაშები ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშებია ჩინეთში. ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური თამაშები აღმოსავლეთ აზიაში ტარდება (2018 წელს ― ფიონგჩანგში, 2020 წელს ― ტოკიოში). პეკინი პირველი ქალაქია, რომელმაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.