ქართველი ისტორიკოსი და არმენოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ზაზა ალექსიძე (დ. 18 ოქტომბერი, 1935 ― გ. 24 იანვარი, 2023) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ღირსების ორდენის კავალერი.
ზაზა ალექსიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 1935 |
დაბ. ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 24 იანვარი, 2023 (87 წლის) |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | არმენოლოგი და ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958–1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1968–1979 წლებში იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მოგვიანებით, 1979–2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე.
1989–2006 წლებში მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორად. 2006 წლიდან იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ეპისტოლეთა წიგნი“, დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“, დაიცვა 1984 წელს.
ფლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.