ვალარშ I (სომხ. Վաղարշ) — დიდი სომხეთის მეფე არშაკუნიანების საგვარეულო დინასტიიდან. ვალარშ I სამეფო ტახტზე პარტამასირის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 117 წელს და დასრულდა 144, მის შემდეგ კი ტახტზე სოჰემოსი ავიდა. 116 წელს ვალარში მეთაურობდა რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ არმიას, რომელთა მიზანსაც სომხეთის დამოუკიდებლობა წარმოადგენდა, პართიის მეფის ხოსრო I-ის მხარდაჭერით ვალარში სომხეთის მეფე გახდა. 117 წელს იმპერატორ ტრაიანეს სიკვდილი შემდეგ, რომაულმა ჯარებმა მთელი სომხეთის ტერიტორია დატოვეს. რომის ახალმა იმპერატორმა ადრიანემ კი ვალარშ I ლეგიტიმურ მეფედ აღიარა.

სწრაფი ფაქტები დიდი სომხეთის მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ვალარშ I
Վաղարշ
დიდი სომხეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 117
მმართ. დასასრული: 144
წინამორბედი: პარტამასირი
მემკვიდრე: სოჰემოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: არშაკუნიანების დინასტია
დახურვა

ვალარშ I-ის მეფობის დროს სომხეთმა განვლო მშვიდობისა და არმშენებლობის ეპოქა. ისტორიკოს მოვსეს ხორენაცის თანახმად, ვალარშმა ხელახლა ააშენა ქალაქი ვარდგესავანი და მის პატივსაცემად ქალაქს ახალი სახელი ვაღარშაპატი ეწოდა.[1] II-IV საუკუნეებში ქალაქი იყო დიდი სომხეთის დედაქალაქი.[2] ამავე ისტორიკოსის მიხედვით მანვე დააარსა კიდევ ერთი ქალაქი ვაღარშავანი ბასენის გავარში (ადმინისტრაციული ერთეული ძველ სომხეთში) აირარატის პროვინციაში. ვალარშ I 144 წელს რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა გადააყენა, მის ადგილას კი სოჰემოსი დანიშნა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.