ვლადისლავ I ლოკიტეკი (პოლ. Władysław I Łokietek, 1260 ან 12611333 წლის 2 მარტი) — კრაკოვის მთავარი 26 თებერვლიდან 1289 წლის აგვისტომდე, კრაკოვის მემკვიდრე 1293 წლის იანვრიდან, 1296 10 მარტიდან პოლონეთის სამეფოს ჰერცოგი. პოლონეთის მთავარი 1305 წლის მაისიდან 1305 წლის ივლისამდე (პირველად), 1306 წ. აგვისტოდან 1311-მდე (მეორეჯერ), 1312 წ. ივნისიდან 1320 წ. 20 იანვრამდე (მესამეჯერ), პოლონეთის მეფე 1320 წლის 20 იანვრიდან (კორონაცია კრაკოვში).

სწრაფი ფაქტები პოლონეთი პოლონეთის (კრაკოვის) მთავარი, პოლონეთის მეფე, კორონაცია: ...
ვლადისლავ I ლოკიტეკი
პოლ. Władysław I Łokietek
Thumb
პოლონეთი პოლონეთის (კრაკოვის) მთავარი, პოლონეთის მეფე
კორონაცია: კრაკოვი 1320 წლის 20 იანვარი
მმართ. დასაწყისი: მთავარი - 1306, მეფობა - 1320
მმართ. დასასრული: მთავარი - 1320, მეფობა - 1333
წინამორბედი: ვლაცლავ III ჩეხი
მემკვიდრე: კაზიმირ III დიდი
სხვა წოდებები: მიიღო პოლონეთის მეფის ტიტული, პოლონეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1260 ან 1261
გარდ. თარიღი: 2.03.1333
გარდ. ადგილი: ბაბელის ციხე-სიმაგრე
მეუღლე: (:pl:Jadwiga Bolesławówna) იადვიგა ბოლესლავის ასული
შვილები: (:en:Kunigunde of Poland) კუნეგუნდა პოლონელი
სტეფანი
ვლადისლავი
ელიზავეტა ლოკიტეკის ასული
კაზიმირ III დიდი
იადვიგა
დინასტია: პიასტი
მამა: (:pl:Kazimierz I kujawski) კაზიმირ I კუიავიელი
დედა: (:pl:Eufrozyna opolska) ეფროსინია ოპოლსკაია
ხელმოწერა: Thumb
დახურვა

კონრად I მაზოვეცკის (მაზოვიელი) შვილიშვილი, კაზიმირ I კუიავიელის ვაჟი. ლოკიტეკად წოდებული (პოლ. Łokietek) მიიღო თავისი დაბალი სიმაღლის გამო (ზოგი მონაცემებით 130 სმ).

კუიავიის და დობჟინის მთავარი (1267—1275; დედის მეურვეობის ქვეშ), ძმებთან ერთად მმართველობა (1275—1288), ბრესტ-კუიავიის და სერაძის მთავარი (1288—1300), სანდომირის მთავარი (1289—1292); ჩეხეთის მეფის ვლაცლავ II-ის ლენი (1292—1300) და დობჟინის სამთავროს რეგენტი (1293—1295), ლენჩიცკის მთავარი (1294—1300), დიდი პოლონეთის და პომორიეს მთავარი (1296—1300).

1293—1295 კრაკოვის მთავრის პრჟემისლის მოკავშირე (1290-დან), პოლონეთის მეფის (პრჟემისლ II ოტოკანი, 1295—1296) მოკავშირე.

ვლაცლავ II ჩეხთან კონფლიქტის შემდეგ ლტოლვილობაშია (1300—1304); სავარაუდოდ მიიღო მონაწილეობა დიდი იუბილის ზეიმის 1300 აღნიშვნაში, რომლის ორგანიზაციას რომის პაპი ბონიფაციუს VIII აწყობდა, იყო გალიციაში და სლოვაკეთის მიწებზე.

ლტოლვილობიდან დაბრუნების შემდეგ, უნგრული ნაწილების სათავეში შევიდა კრაკოვში (1306), გაავრცელა თავისი ძალაუფლება მცირე პოლონეთზე და აღმოსავლეთ პომორიეზე. 1314 წ. მცირე პოლონეთს შემოუერთა დიდი პოლონეთი და აწარმოებდა ბრძოლას ყველა პოლონურიმიწების გასაერთიანებლად. 1320 წ. კრაკოვში მოხდა მისი კორონაცია და გახდა პოლონეთის მეფე (1320—1333).

სწრაფი ფაქტები
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.