From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადიმერ გრიგოლის ძე რუბაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1940, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1961).
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 2 დეკემბერი, 1940 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდ. თარიღი | 2 თებერვალი, 1964 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
სიმაღლე | 168 სმ |
წონა | 67 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ |
სპორტი | თავისუფალი ჭიდაობა |
ჯილდოები | მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
თბილისის 35-ე სპორტული სკოლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მსოფლიოს ჩემპიონი (1961, იოკოჰამა, იაპონია). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი.[1] საბჭოთა კავშირის სამგზის (1961, 1962, 1963) ჩემპიონი. გამოირჩეოდა ჭიდაობის აქტიური სტილით და უაღრესად თავისებური ტექნიკით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე.[2]
ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წლის 2 თებერვალს, ავტოკატასტროფის შედეგად.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.