From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორია (პორტი-ვიქტორია) (ინგლ. Victoria) — სეიშელის კუნძულების დედაქალაქი — ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, მდებარეობს კუნძულ მაეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 26 450 კაცს.[1][2]
ქალაქი | |
---|---|
ვიქტორია ინგლ. Victoria | |
ქვეყანა | სეიშელის კუნძულები |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კუნძული | მაე |
კოორდინატები | 4°37′00″ ს. გ. 55°27′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1841 |
ადრეული სახელები | პორტი-ვიქტორია |
ფართობი | 21,2 კმ² |
მოსახლეობა | 26 450 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 1247,64 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დაარსდა 1841 წელს როგორც პორტი და ინგლისის დედოფლის პატივსაცემად პორტი-ვიქტორია ეწოდა. ვიქტორია წარმოადგენს საწვავით გასამართ ბაზას აფრიკიდან-ინდოეთისკენ მიმავალი ხომალდებისთვის.
ქალაქში თითქმის არ არის 3 სართულიანზე მაღალი შენობა, რადგან კანონი კრძალავს პალმებზე მაღალი სახლების მშენებლობას, რომ არ მოხდეს პეიზაჟის გაფუჭება.
ქალაქში არსებობს პოლიტექნიკუმი, უნივერსიტეტი, საავადმყოფო, 1971 წელს აშენებული საერთაშორისო აეროპორტი, ისტორიის და ბუნებისმეტყველების მუზეუმი.
ვიქტორია კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს ჩვეულებრივი თბილი ტემპერატურიდან ცხელი ტემპერატურის ჩათვლით მთელი წლის განმავლობაში. დედაქალაქში აღინიშნება შესამჩნევად უფრო ნოტიო და მშრალი პერიოდები მთელი წლის განმავლობაში, ივნისი და ივლისი მშრალი თვეებია, ხოლო დეკემბერი და იანვარი წვიმიანი თვეები. მაგრამ, რადგანაც ვიქტორიაში არც ერთ თვეში ნალექების თვიური საშუალო რაოდენობა არ ეცემა 60 მმ-ზე დაბლა, ქალაქში არ არსებობს ნამდვილი მშრალი თვე, რაც იმის ძირითადი მიზეზია, რომ კლიმატი ხვდება ტროპიკული ეკვატორული კლიმატური სარტყლის კატეგორიაში. დედაქალაქში ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს 2000 მმ-ზე მეტს წელიწადში.
ქალაქი ვიქტორია შედგება სეიშელის კუნძულების სამი ოლქისგან:
დიდი ვიქტორია მოიცავს ამ სამ და კიდევ ხუთ ოლქს სეიშელის კუნძულების ყველა 25 ოლქიდან:
№ | ოლქი (ქართ.) | ოლქი (ფრანგ.) | ადმ. ცენტრი (ქართ.) | ადმ. ცენტრი (ფრანგ.) | ფართობი, კმ² | მოსახლეობა,[2] აღწერა 2010 წელი, ად. | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|---|
09 | ბელ-ერი | Bel Air | ბელ-ერი | Bel Air | 4,7 | 2857 | 607,87 |
16 | ლა-რივიერ-ანგლეზი (ინგლიშ-რივერი) | La Rivière Anglaise (English River) | ლა-რივიერ-ანგლეზი | English River | 1,7 | 4196 | 2468,24 |
17 | მონ-ბაქსტონი | Mont Buxton | მონ-ბაქსტონი | Mont Buxton | 1,2 | 3089 | 2574,17 |
18 | მონ-ფლორი | Mont Fleuri | მონ-ფლორი | Mont Fleuri | 6,1 | 3419 | 560,49 |
19 | პლეზანსი | Plaisance | პლეზანსი | Plaisance | 3,4 | 3781 | 1112,06 |
22 | სენ-ლუი | Saint Louis | სენ-ლუი | Saint Louis | 1,1 | 3209 | 2917,27 |
24 | ლე-მამელი | Les Mamelles | ლე-მამელი | Les Mamelles | 1,8 | 2667 | 1481,67 |
25 | როშ-კაიმანი | Roche Caïman | როშ-კაიმანი | Roche Caïman | 1,2 | 3232 | 2693,33 |
სულ | 21,2 | 26 450 | 1247,64 |
სეიშელის კუნძულების დედაქალაქი ვიქტორია დამეგობრებულია ქალაქებთან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.