Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიოლა ამერდი (გერმ. Viola Amherd; დ. 7 ივნისი, 1962) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 2019 წლის 1 იანვრიდან. შვეიცარიის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის (CVP/PDC) წევრი.
ვიოლა ამერდი | |
შვეიცარიის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 იანვარი, 2024 |
ვიცე-პრეზიდენტი | კარინ კელერ-ზუტერი |
წინამორბედი | ალენ ბერსე |
დაბადებული | 7 ივნისი, 1962 ბრიგი, შვეიცარია |
პოლიტიკური პარტია | ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია |
განათლება | ფრიბურის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, ნოტარიუსი |
2023 წლის 13 დეკემბერს ვიოლა ამერდი აირჩიეს შვეიცარიის პრეზიდენტად.[1]
ვიოლა ამერდი დაიბადა 1962 წლის 6 ივნისს. 1982 წელს დაასრულა მშობლიური ქალაქის ლათინური გიმნაზია, რის შემდეგაც იურიდიული განათლება მიიღო ფრიბურის უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1987 წელს. 1991 წლიდან ბრიგეში მუშაობდა იურისტად და ნოტარიუსად.
1992 წელს გახდა მშობლიური ქალაქის საბჭოს წევრი. 1996 წელს გახდაბრიგეს მუნიციპალიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2000 წელს პრეზიდენტი. 2005-2018 წლებში შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს წევრია. 2018 წელს აირჩიეს შვეიცარიიის ფედერალური საბჭოს წევრად და დაიკავა თავდაცვის, სამოქალაქო თავდაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2019 წლის 1 იანვრიდან.
2020 წელს შვეიცარიის ორი პარტია გაერთიანდა. შვეიცარიის კონსერვატიულ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიულო სახალხო პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ცენტრის პარტია. ახალი პარტიის წევრი გახდა ვიოლა ამერდიც. 2023 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო 2024 წლისათვის აირჩიეს პრეზიდენტად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.