From Wikipedia, the free encyclopedia
ვიზა (ლათინური carta visa-ს შემოკლება) — დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის მიერ გაიცემა პირისთვის, რათა მან ფორმალურად მოითხოვოს ქვეყანაში შესვლის ნებართვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და განსაზღვრული მიზნებისთვის. ის ჩვეულებრივ პასპორტში იკვრება ან ირტყმება, ან ზოგჯერ გაიცემა როგორც განცალკევებული საბუთი.
მრავალი ქვეყანა ვიზის და მოქმედი პასპორტის ქონას ითხოვს თავისი საზღვრის გადასაკვეთად, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.
ვიზა დაკავშირებულია ქვეყანაში შესვლის (გასვლის) ნებართვასთან, ასე რომ ზოგ ქვეყანაში ის განსხვავდება უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლისა და დარჩენის ნებართვისგან.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად არსებობს ორი ძირითადი კატეგორიის ვიზა: საემიგრაციო და არასაემიგრაციო ვიზები, რომლებიც ასევე იყოფიან ქვეკატეგორიებად. მაგალითად: ოჯახური საემიგრაციო ვიზა, ტურისტული არასაემიგრაციო ვიზა, სასწავლო არასაემიგრაციო ვიზა, სამუშაო საემიგრაციო ვიზა და ა.შ.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.