ვექილი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვექილი (არაბ. ﻭﻛﻴﻞ ვაქილ) — რწმუნებული, მეურვე, მზრუნველი ფეოდალურ საქართველოში. XVII-XVIII საუკუნეებში ტერმინი „ვექილი“ ხშირად იხმარებოდა მოხელის აღსანიშნავად. სამეფო კარის მოხელეების საერთო სახელწოდება იყო „ვექილ-ვეზირები“. „ვექილი“ ეწოდებოდა ირანის მოხელეს, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოში საფინანსო ფუნქციებს ასრულებდა. ვექილი იყო აგრეთვე ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენელი ვასალურ სახანოებში (ერევნის ვექილი, განჯის ვექილი). შემოსავალ-გასავლის მოსაქმეს „ვექილ-ხარჯი“ ეწოდებოდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ვაქილი“ არის „თანამოსარჩლე სამსჯავროსა შინა ფასითა“. ძველ ქართულ წყაროებში ადვოკატობის ინსტიტუტი, ვექილების კორპორაცია დამოწმებული არ არის. ვექილობის ანუ, როგორც დავით ბატონიშვილი უწოდებს, „მონაცვლე კაცის“ ინსტიტუტი საქართველოში წარმოიშვა XIX საუკუნეში, რუსეთთან შეერთების შემდეგ. ტერმინი „ვექილი“ ადვოკატის მნიშვნელობითაც იხმარება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.