From Wikipedia, the free encyclopedia
ვეტერნი (შვედ. Vättern) — ტბა შვედეთის სამხრეთ ნაწილში, 88.5 მ სიმაღლეზე. სიგრძე 129 კმ, სიგანე 28 კმ-მდე. ფართობი 1900 კმ². მაქსიმალური სიღრმე 119 მ. წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 6 000 კმ². ტბის სამხრეთ ნაწილში არის კუნძული ვისინგსე. ვეტერნის ღრმა ქვაბული წარმოადგენს პლეისტოცენური მყინვარებით დამუშავებულ გრაბენს. ფსკერი და ნაპირები კლდიანია. განსაკუთრებით მაღალია ციცაბო აღმოსავლეთი ნაპირი. საზრდოობს წყაროებით. წყალი გამჭვირვალეა და ცივი (ივლისის საშ. ტემპერატურა 6-7°C), წყლის დონის მრავალწლიური რყევა 1 მ-ს აღემატება. შეიმჩნევა სეიშები, იცის ძლიერი ღელვა, რის გამოც გვიან იყინება (თებერვალი). ვეტერნის ბალტიის ზღვასთან აკავშირებს მდინარე მოტალა და გეტა-კანალი, ჩრდილოეთის ზღვასთან — ვენერნის ტბა და მდინარე გეტა-ელვი. ვეტერნის ნაპირებზეა ქალაქები: მოტალა, პუსკვარნა, კარლსბორგი და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.