From Wikipedia, the free encyclopedia
ვენის კონკორდატი — შეთანხმება საღვთო რომის იმპერიასა და წმინდა ეპარქიას შორის, რომელიც 1448 წლის მარტში ფრიდრიხ III-ისა და რომის პაპ ნიკოლოზ V-ის მიერ ქალაქ აშაფენბურგში იქნა ხელმოწერილი. კონკორდატი 1448 19 მარტს გამოქვეყნდა პაპის პრივილეგიის სახით და იმპერიაში საეკლესიო თანამდებობების დაკავებას მყარი საფუძველი მისცა.
შეთანხმებას წინ უსწრებდა 1447 წელს აშაფენბურგში მთავართა კრება, რომელიც მიემხრო პაპს და ბაზელის კრების წინააღმდეგ გამოვიდა. ინტერესთა შეჯერების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეფო კარზე მდივნისა და დიპლომატის თანამდებობებზე მყოფი ენეა სილვიო დე პიკოლომინი, მოგვიანებით პიუს II-ის სახელით რომის პაპად არჩეული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.