Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგ პეტრეს ძე გორგანელი (დ. 25 თებერვალი, 1921, თბილისი — გ. 4 მაისი, 1996, იქვე) — ქართველი პოეტი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. ლიტერატურული მოღვაწეობა 1944 წლიდან დაიწყო. პირველი წიგნი „სიცოცხლის ტალღები“ 1947 წელს გამოაქვეყნა. მის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „გზა მთებში“ (1956), „მთელი გულით“ (1959), „გზები და მწვერვალები“ (1965), „ცეცხლი და ყვავილი“ (1969), „ლექსები, პოემა“ (1973), „ნახტომი იტალიის მთებიდან“ (1974), „ყაყაჩოები არაგვის პირას“ (1976) და სხვ. გორგანელი ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსების კრებულებისა. მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.