From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგ აბაშიძე (დ. 9 სექტემბერი, 1928, ისლარი — გ. 25 ივლისი, 2019) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკოსი.
1951 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის სპეციალობით.
1952 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის სპეციალობით. 1952-1954 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი, 1954-1958 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1958-1965 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თამანშრომელი. 1965-1969 წლებში კი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1969-2005 წლებში იყო ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტატი. მისი შრომები ეხება კავკასიის ტერიტორიის გრავიტაციული ველის, დროის მიხედვით მისი ცვალებადობის და ენგურჰესის რაიონში გეოდინამიკური პროცესების გეოფიზიკური მეთოდების კვლევებს. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.