Remove ads

ვარშავის პაქტი ან ვარშავის ხელშეკრულება, ოფიციალური სახელი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება — ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპული კომუნისტური ქვეყნების ორგანიზაცია. დაარსდა 1955 წელს ვარშავაში, პოლონეთში, ნატოს ალიანსის მიერ შექმნილი სავარაუდო საფრთხის დასაბალანსებლად (ეს უკანასკნელი 1949 წელს დაარსდა). ვარშავის პაქტის შექმნას წინ უძღოდა რე-მილიტარიზებული დასავლეთ გერმანიის ნატოში ინტეგრაცია პარიზის შეთანხმების რატიფიკაციით. ვარშავის პაქტის წვრი სახელმწიფოები იყვნენ ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რუმინეთი, სსრკ, ჩეხოსლოვაკია. 1962 წლიდან ვარშავის პაქტში აღარ მონაწილეობდა ალბანეთი და 1968 წელს მან ოფიციალურად დატოვა ხელშეკრულება. პაქტმა იარსება მთელი ცივი ომის განმავლობაში, სანამ ზოგიერთი ქვეყანა გამოვიდოდა 1991 წელს, რომელსაც აღმოსავლეთ ბლოკის დაცემა და საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა. ვარშავის პაქტი ოფიციალურად დაიშალა 1991 წლის ივლისში.

Thumb
ვარშავის პაქტის ემბლემა
Thumb
საზღვრები ნატოსა (ლურჯი) და ვარშავის პაქტის (წითელი) ქვეყნებთან.

ხელშეკრულება შედგებოდა პრეამბულისა და 11 მუხლისგან. მისი მიხედვით ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა განიხილებოდა ყველა ხელმომწერ სახელმწიფოზე თავდასხმად. შექმნილი იყო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალთა გაერთიანებული სარდლობა, რომლის გენერალური შტაბის ადგილსამყოფელი იყო მოსკოვი.

Remove ads

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 314-315.
  • ჰაველი, ვაცლავ (2007). To the Castle and Back, Trans. Paul Wilson, New York: Alfred A. Knopf. ISBN 978-0-307-26641-5.
  • Heuser, Beatrice (1998). „Victory in a Nuclear War? A Comparison of NATO and WTO War Aims and Strategies“. Contemporary European History. 7 (3): 311–327. doi:10.1017/S0960777300004264. ISSN 0960-7773. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  • Lewis, William Julian (1982). The Warsaw Pact: Arms, Doctrine, and Strategy. Cambridge, Mass.: Institute for Foreign Policy Analysis. ISBN 978-0-07-031746-8.
  • Mastny, Vojtech (2005). A Cardboard Castle ?: An Inside History of the Warsaw Pact, 1955–1991. Budapest: Central European University Press. ISBN 978-963-7326-07-3.
  • Umbach, Frank (2005). Das rote Bündnis: Entwicklung und Zerfall des Warschauer Paktes 1955 bis 1991 (German). Berlin: Ch. Links Verlag. ISBN 978-3-86153-362-7.
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads