Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარდების ომი (ინგლ. War of the Roses) — ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისთვის მომხდარი სამოქალაქო ომი იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის. ორივე ოჯახის წარმომადგენლები პლანტაგენეტთა შთამომავლები იყვნენ და საკუთარ თავს ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ომი 1455–1485 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იყო მშვიდობიანობის პერიოდებიც; მცირე ბრძოლები 1455 წლამდე და 1485 წლის შემდეგაც ხდებოდა.
ვარდების ომი | |||
---|---|---|---|
ჰენრი პეინის ნახატი (1908). აპოკრიფული სცენა სასახლის ბაღიდან, როდესაც მოწინააღმდეგე ბანაკების წარმომადგენლები ირჩევენ წითელ ან თეთრ ვარდს. | |||
თარიღი | 1455 – 1487 | ||
მდებარეობა | ინგლისი, უელსი, კალე | ||
შედეგი | ტიუდორთა (ლანკასტერელთა) ხელისუფლებაში მოსვლა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ვარდების ომი ვიკისაწყობში |
სამოქალაქო ომი ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა, როდესაც რიჩმონდის გრაფმა ჰენრი ტუდორმა ბაზვორთის ბრძოლაში დაამარცხა რიჩარდ III და ინგლისის მეფე გახდა, რითაც ტიუდორთა 117 წლიან მმართველობას დაუდო საფუძველი.
ომის დაწყების მიზეზი ინგლისის მეფე ჰენრი-VI-ის (1422-1471) სისუსტე იყო. მან ვერ შესძლო თავიდან აერიდებინა 1453 წელს ასწლიან ომში დამარცხება და ამავდროულად დროდადრო შეშლილობის შეტევებს განიცდიდა. 1454 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰენრი-VI-ის სახელით მართვის სადავეები გადასცა იორკის ჰერცოგ რიჩარდს. 1455 წელს დაიწყო ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეოდალური დაპირისპირება, ვარდების ომი. რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ 1461 წელს, ჰენრი-VI შოტლანდიაში გაიქცა. გრაფ უორვიკის დახმარებითა და დიდი მხარდაჭერით ტახტი იორკმა მეფემ ედუარდ-IV (1461-1483) დაიკავა. მან 22 წელი იმეფა მაგრამ პირველი 10 წელი ლანკასტერებს ებრძოდა. 1470 წელს უორვიკ მეფის დამხმარეს მხარდაჭერით ჰენრი-VI-მ ტახტის დაბრუნება შესძლო, თუმცა 1471 წელს რიჩარდ გლოსტერის ჰერცოგმა მოკლა. ტახტი კვლავ ედუარდ-IV-ის ხელში აღმოჩნდა. 1475 წელს ედუარდმა ზავი დადო საფრანგეთთან. 1483 წელს სავარაუდოდ მისმა ძმამ რიჩარდ გლოსტერმა მოკლა. ტახტი კანონის თანახმად მემკვიდრეობით მიიღო მისმა ვაჟმა ედუარდ-V-მ, თუმცა იგი მხოლოდ 12 წლის იყო. მცირეწლოვნების გამო მან ვერ შესძლო ტახტის დაკავება. მისმა ბიძამ რიჩარდმა ედუარდი და მისი ძმა ტაუერში გადაიყვანა. ამის შემდეგ ისინი არავის უნახავს, სავარაუდოდ რიჩარდის ბრძანებით დახოცეს. რიჩარდმა დაიკავა ტახტი და გახდა რიჩარდ-III (1483-1485). ამან შეაშფოთა ლანკასტერები, მათ მეთაურად რიჩმონდის გამგებელი ჰენრი ტიუდორი აირჩიეს და რიჩარდს დაუპირისპირდნენ. 1484 წელს ჰენრიმ 4000 კაციანი ლაშქრით საფრანგეთიდან შეუტია. 1485 წლის 1 აგვისტოს ბოსუორთის ბრძოლისა და რიჩარდის სიკვდილით დასჯის შემდეგ ლანკასტერებმა გამარჯვება იზეიმეს. ჰენრი ტიუდორი მეფედ აკურთხეს. ჰენრი-VII-მ (1485-1509) ცოლად ედუარდ-IV-ის ქალიშვილი ელიზაბედ იორკი შეირთო და შეარიგა ლანკასტერები და იორკები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.