ვაჟა შუბითიძე (დ. 28 დეკემბერი, 1959, ხაშური, საქართველოს სსრ) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი.
ვაჟა შუბითიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 დეკემბერი, 1959 ხაშური |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ისტორიკოსი, პოლიტოლოგი |
ბიოგრაფია
ვაჟა შუბითიძე დაიბადა 1959 წლის 28 დეკემბერს ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა ქალაქის მე-3 საშუალო სკოლა. 1977-1982 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1982-1985 წლებში, სწავლა გააგრძელა თსუ ასპირანტურაში და იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატი.
არის ისტორიის დოქტორი (1987 წ.), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004 წ.); 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სრული პროფესორი.[1] ლექციებს კითხულობს ასევე თბილისის ღია და სასწავლო უნივერსიტეტებში.
არის მრავალი ნაშრომის, წიგნის, სტატიის, მონოგრაფიის ავტორი.
გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, 15 წიგნი, აქედან 6 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო - პოლიტოლოგია, იმიჯოლოგია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზრი). წიგნისათვის „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ (2008 წ.).[2] მიენიჭა დავით აღმაშენებლის პრემია ნომინაციაში „სამაგიდო წიგნი“. არის პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს „პროფესორთა ლიგის“ და შუბითიძეების გვარის თავმჯდომარე. 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[3]
ბიბლიოგრაფია
- ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები (ავტორი). - თბილისი, ტექნ. უნივერსიტეტი, 2003. - 195გვ.
- რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს : იმიჯმეიკერი და პოლიტიკოსის იმიჯი (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2000. - 120გვ.[4]
- ნოე ჟორდანია-პოლიტოლოგი და სოვეტოლოგი : Noe Zhordania-Politologist and Sovietologist (ავტორი). - თბილისი, კირბი, 1998. - 60გვ.
- საქართველოს დიდი მეფეები (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1991. - 115გვ.[5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.