From Wikipedia, the free encyclopedia
ვანისქედის ეკლესია — იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისქედში.
ვანისქედის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ვანისქედი |
სასულიერო სტატუსი | ტაძარი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | შემოქმედის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | XI საუკუნე |
დეტალები |
ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის მარტივ ნაგეობას, მინაშენით ჩრდილოეთი ფასადის მთელ სიგრძეზე. იგი ნაგებია სხვადასხვა ფერის, კარგად თლილი პატარა კვადრებით. ინტეერიერი არ არის დანაწევრებული შვერილებით. ეკლესიაში სამი კარია: დასავლეთ ფასადის ცენტრში, სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში და თითქმის მის მოპირდაპირედ მინაშენში გამავაი ჩრდილოეთი კარი. სარკმელი სამია: აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში.
ეკლესიაში შესამჩნევია სამი სამშენებლო პერიოდი. თავდაპირველად ეკლესია XI საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ამაზე მიგვანიშნებს ეკლესიის კედლებში უსისტემოდ გაბნეული პატარ-პატარა ორნამენტული ქვები, რომლებზეც გამოსახულია მცენარეული მოტივები და S-ისებრი ორნამენტი. ამ უკანასკნელის ძირითადი ლენტი ექვსღარიანია, რაც ძალზე იშვიათია თვით XI საუკუნეშიც. ამ საუკუნის ნაგებობის კვალი ჩანს ჩრდილოეთ ფასადზე, სადაც კედლის წყობაში იკვეთება ყვითელი ფერის ქვით აწყობილი განიერი თარების ორი მილი. ამ თაღების მოხაზულობა ერთ მხარეს შედის დასავლეთ კედელში. ამრიგად, როგორც ჩანს თავდაპირველი ეკლესია ახლანდელზე უფრო გრძელი იყო და ჩრდილოეთ კედელი პირდაპირ ორი განიერი თაღით იხსნებოდა გვერდით ნავში.
1764 წელს ოქროსქედის ეკლესიასთან ერთად მამია IV გურიელმა ზაალ ერისთავს გადასცა.
მომდევნო სამშენებლო პერიოდია XVII საუკუნე. ეკლესია თავიდან აიგო ორსაფეხურიანი ცოკოლით. ამ საუკუნეზე მიგვანიშნებს გეგმა დეფორმირებული და განიერი აფსიდით, მასში მოწყობილი შეისრული ნიშები, კარის ფორმა, სადაც ფასადის მხარე საგანგებოდ გათლილი ქვის მეშვეობით ერთი საფეხურით დავიწროებულია. აღმოსავლეთ სარკმელში ძირი ნახევარწრიულია. ასეთ სარკმელებს ქართულ ხუროთმოძღვრებაში XVI საუკუნიდან ვხვდებით. გეგმისა და კარის ფორმებით იგი ახლოს დგას 1661 წლის როკითის და XVII საუკუნის 70-იანი წლების ნაკურალეშის ეკლესიებთან. როკითის ტაძართან მას აახლოებს ყვითელ ქვაზე შესრულებული ჯვარი, რომელიც ჩასმულია ორმაგი ლილვისგან შექმნილ სწორკუთხა ჩარჩოში. ძველი სურათების მიხედვით იგი ადრე სამხრეთ კარის ბალავრის ქვის თავზე იდო, თუმცა ალბათ როკითის ასეთივე ჯვრის მსგავსად ჩასმული იყო დასავლეთი ფასადის ფრონტონში.
XIX საუკუნე ეკლესიის მშენებლობის მესამე პერიოდია. ამ დროს განეკუთვნება ეკლესიის ზედა ნაწილები დიდი სწორკუთხა სარკმელებით, რომლებიც გარეთკენ ვიწროვდებიან. ამ შეკეთების შედეგია, რომ შიგნით სამხრეთ მხარეს აფსიდის კუთხე წყდება და პირდაპირ კედელზე გადადის. 1828 წლისთვის ვანისქედის ეკლესიის სამრევლოში 90 კომლი შედიოდა.
ეკლესიაში XIX საუკუნის 70-იან წლებში ინახებოდა ძველი საეკლესიო წიგნები: „მოკლე ჟამნ-გულანი“ და „ვრცელი ჟამნ-გულანი“. ორთავე გადაუწერია ვინმე „ცოდვილ გრიგოლ შუბლაძეს“. ვრცელ გულანს ახლავს „ასწლიანი კვინკლოსი“ და ქორონიკონი 1729-1749 წწ.[1]
XX სასუკუნის 30-იან წლებში დანგრეული ტაძარი ხელახლა ააშენეს 2007 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.