From Wikipedia, the free encyclopedia
ვალერი ბოგდანოვი (სრული სახელი: ვალერი ზაკიროვიჩ ბოგდანოვი; დ. 24 მარტი 1958, კიროვაბადი, აზერბაიჯანი სსრ, სსრკ — გ. 20 იანვარი 1990, ბაქო, აზერბაიჯანი სსრ, სსრკ) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.
ვალერი ბოგდანოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 მარტი 1958 კიროვაბადი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | განჯის საქალაქო სასაფლაო |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
მშობლები |
მამა: ზაქირი დედა: ვალენტინა |
ვალერი ბოგდანოვი დაიბადა 1958 წლის 24 მარტს ქალაქ კიროვაბადში (ახლანდ. განჯა).[1] დაამთავრა ქალაქის მე-18 საშუალო სკოლა, შემდეგ კი როსტოვის რკინიგზის ინსტიტუტი.[2] ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდი განჯაში რკინიგზაზე მუშაობდა, შემდეგ კი ეროვნული უშიშროების უწყებებში დასაქმდა. იყო მილიციის ლეიტენანტი.
დაქორწინებული იყო. ქალიშვილი ვალერია დაიბადა 1990 წლის მარტში, მამის გარდაცვალების შემდეგ.[3]
19 იანვარს დილით ადრე ვალერი გამოიძახეს სამსახურში. 20 იანვარს 5:30 საათზე მივიდა სახლში და ცოლს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. დილის 7:15 საათზე მანქანაში, რომელშიც კაპიტანი ოგთაი მირზაევი, ლეიტენანტი ვალერი ბოგდანოვი და ლეიტენანტი აღანაზარ ისრაილოვი იმყოფებოდნენ, თბილისის გამზირიდან ინქილაბის ქუჩაზე „ხიმგოროდოკისკენ“ გადაუხვიეს; ამ დროს სამხედროებმა უკნიდან ესროლეს, ტყვია ჯერ აღანაზარს მოხვდა, ის ზურგსა და კისერში მოხვედრილი ტყვიებისგან ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით მასთან ერთად მყოფი მისი მეგობრები ვალერი და ოგთაიც დაშავდნენ. ოგთაიმ ხელი დაკარგა, ვალერი კი, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს, 4 საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.
დაკრძალეს განჯის საქალაქო სასაფლაოზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.