ვალერიან ბაქრაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

ვალელრიან მინას ძე ბაქრაძე (დ. 18 სექტემბერი, 1901, სოფ. სევა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია — გ. 3 აპრილი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. სკკპ წევრი 1921 წლიდან.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.
სწრაფი ფაქტები თანამდებობაზე ყოფნის დრო, წინამორბედი ...
ვალერიან ბაქრაძე
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მე-4 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აპრილი, 1953  21 სექტემბერი, 1953
წინამორბედიზაქარია კეცხოველი
მემკვიდრეგივი ჯავახიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მარტი, 1946  18 დეკემბერი, 1946
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეზაქარია ჩხუბიანიშვილი

საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს მე-8 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი, 1938  27 მარტი, 1946
წინამორბედიგერმანე მგალობლიშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული18 სექტემბერი, 1901
სევა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვლილი3 აპრილი, 1971 3 აპრილი, 1971 (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი
რელიგიაათეიზმი
დახურვა

ბიოგრაფია

დაიბადა 1901 წელს დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ სევაში. 1911 წელს დაამთავრა ერთლიანი სოფლის სკოლა. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1911 წლიდან თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკაში. 1921-1923 წლებში წითელი არმიის რიგებში იყო. 1924 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუხრანის რაიონში მოქმედი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა ლელო ჩიქოვანის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924-1930 წლებში მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მუხრანის რაიკომის მდივნად, დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად, ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, კახეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1930-1931 წლებში სწავლობდა საკავშირო კპ(ბ) ცკ-თან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე. 1931-1937 წლებში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, 1938-1947 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე[1]. შემდგომ წლებში მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა საბჭოთა და სამეურნეო აპარატებში. II მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943 წლებში, იყო ამიერკავკასიის ფრონტის 46-ე არმიის სამხედრო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის წევრად, კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრად. საკავშირო კპ(ბ) XVIII და XIX ყრილობებზე აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. იყო სსრკ I-III მოწვევების და საქართველოს სსრ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.