ესთერ დიუფლო

From Wikipedia, the free encyclopedia

ესთერ დიუფლო

ესთერ დიუფლო (ფრანგ. Esther Duflo; დ. 25 ოქტომბერი, 1972, პარიზი) — ფრანგი და ამერიკელი ეკონომისტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, აბდულ ლატიფ ჯამილის სიღარიბესთან ბრძოლის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. 2019 წელს აბჰიჯიტ ბანერჯისთან და მაიკლ კრემერთან ერთად მიიღო ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკური მეცნიერებების დარგში „მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში ექსპერიმენტული მიდგომებისთვის“.

სწრაფი ფაქტები ესთერ დიუფლო, დაბ. თარიღი ...
ესთერ დიუფლო
Esther Duflo
Thumb
ესთერ დიუფლო 2009 წელს
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1972
დაბ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი, აშშ
საქმიანობა ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი[1]
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და საფრანგეთის კოლეჯი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[2] , მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ანრი IV-ის ლიცეუმი, სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და Paris School of Economics
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მეუღლე Abhijit Banerjee
მამა Michel Duflo
ჯილდოები Sloan Fellowship, Elaine Bennett Research Prize[3] , Prix du meilleur jeune économiste de France, CNRS bronze medal[1] , მაკართურის სტიპენდია, ჯონ ბეიტს კლარკის მედალი, ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[4] , Calvó-Armengol International Prize, honorary doctor of the Catholic University of Louvain, CNRS innovation medal[1] , ღირსების ორდენის ოფიცერი[5] , ჯონ ფონ ნოიმანის პრემია[6] , Dan David Prize, იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Albert O. Hirschman Prize[7] , Infosys Prize, Erna Hamburger Prize, Princess of Asturias Award for Social Sciences[8] , honorary degree of HEC Paris, ნობელის პრემია ეკონომიკაში[9] , honorary doctor of Erasmus University Rotterdam, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[10] , ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11] , ბრიტანეთის აკადემიის წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
საიტი economics.mit.edu/people/faculty/esther-duflo
სამეცნიერო სფერო განვითარების ეკონომიკა
დახურვა

ბიოგრაფია

ესთერ დიუფლო დაიბადა პარიზში 1972 წელს. მამამისი იყო ცნობილი მათემატიკოსი, დედა — პედიატრი. დიუფლომ დაამთავრა პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა ეკონომიკისა და ისტორიის მიმართულებით 1994 წელს და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში პარიზის ეკონომიკის სკოლაში 1995 წელს. 1999 წელს მან დაამთავრა დოქტურანტურა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (აშშ). იქვე განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა და 2005 წელს სიღარიბის დაძლევასა და განვითარებად ეკონომიკაში აბდულ ლატიფ ჯამილის სახელობის პროფესორის წოდება მოიპოვა. 2003 წელს დიუფლომ და მისმა ორმა კოლეგამ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან — აბჰიჯიტ ბანერჯიმ და სენდჰილ მულაინათანმა დააფუძნეს აბდულ ლატიფ ჯამილის სიღარიბესთან ბრძოლის ლაბორატორია (Abdul Latif Jameel Poverty Action Lab, J-PAL), კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანი მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში მეცნიერული მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება იყო. დიუფლო და ბანერჯი 2015 წელს დაქორწინდნენ.[12]

დიუფლომ, ბანერჯიმ და მათმა ჰარვარდელმა კოლეგამ, მაიკლ კრემერმა ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშავეს მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლის ახლებური მეცნიერული მიდგომა. ისინი არჩევდნენ სიღარიბის ხელისშემწყობ შედარებით მცირე და სპეციფიკურ პრობლემებს და სახავდნენ მათი გადაწყვეტის საუკეთესო გზებს, რომლებიც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში წლების განმავლობაში ჩატარებულ საველე ექსპერიმენტებს ეფუძნებოდა. ისინი ასევე ამუშავებდნენ მეთოდებს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მიღებული შედეგების განზოგადება მოსახლეობის უფრო დიდ სეგმენტებზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და სხვადასხვა ძალის (არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და ქვეყნის მთავრობები) მონაწილეობით. ამ სამუშაოებზე დაყრდნობით წარმატებით შეიქმნა პრაქტიკული რეკომენდაციები განვითარების ეკონომიკის სფეროში, სადაც აღნიშნული მეცნიერების მიდგომები და მეთოდები სტანდარტულად იქცა. 2019 წელს დიუფლომ, ბანერჯიმ და კრემერმა გაინაწილეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, რომელიც მათ „მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში ექსპერიმენტული მიდგომებისთვის“ მიენიჭა. დიუფლო იყო მეორე ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში და, ამასთან, გახდა ამ კატეგორიაში პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. დიუფლო არის სხვა მრავალი აკადემიური და საზოგადოებრივი ჯილდოს მფლობელი. თანამედროვე ეკონომიკის პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი და ასობით სამეცნიერო სტატია.[12]

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.