ერთი ბავშვის პოლიტიკა (ჩინ.: 计划生育政策) — ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვა, რომელისაც ჩინეთის მთავრობა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებს. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენებს როგორც — ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკას.[1] ის ოფიციალურად ზღუდავს დაოჯახებულ წყვილებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლისგან. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში არის გამონაკლისებიც. კერძოდ: სოფელში მაცხოვრებლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და დედისერთა მშობლებისთვის.[2] ერთი ბავშვის პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეზღუდვა ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 35.9 %-ზე ვრცელდება.[3] ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები: ჰონგ-კონგი და მაკაო ამ შეზღუდვიდან მთლიანად განთავისუფლებულები არიან. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებზეც.

Thumb
სამთავრობო წარწერა ტანგ შანში: „აყვავებული, ძლიერი ერისა და ბედნიერი ოჯახისთვის გთხოვთ პრაქტიკაში გამოიყენოთ ოჯახის დაგეგმვა.“

2015 წლის 29 ოქტომბერს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით ერთი ბავშის პოლიტიკა ორი ბავშის პოლიტიკამ ჩაანაცვლა[4][5][6][7].

ეფექტი მოსახლეობის ზრდასა და შობადობის კოეფიციენტზე

Thumb
ჩინეთის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა. თითოეული კუბიკი განსაზღვრავს 5 წლიან ასაკობრივ ჯგუფს. ერთი ბავშვის პოლიტიკა ბოლო წლებში მცირე წლოვანების რადენობის შემცირებას იწვევს.

ერთი ბავშვის პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, ჩინეთის შობადობის კოეფიციენტი1980 წლის მონაცემებით სამი ახალშობილიდან ერთ ქალზე 2008 წლისთვის 1.8-მდე და 2011 წლისთვის 1.54-მდე დაეცა.[8]

ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ერთი ბავშვის პოლიტიკის გამოყენებით მათ 2008 წელს 300-400 მილიონით ნაკლები მოსახლეობა ჰყავდათ ვიდრე ის იქნებოდა მის გარეშე.[9][10] ისინი მიიჩნევენ რომ ამ პოლიტიკამ ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. შობადობის და მოსახლეობის ზრდის შემცირებამ შეამცირა ის პრობლემებიც რომლებიც ჭარბ მოსახლეობას მოყვება. კერძოდ: ეპიდემიები, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, გადატვირთული სოციალური მომსახურება (ჯანმრთელობა, განათლება, სამართლის დაცვა). მიუხედავად ამ პოლიტიკისა ჩინეთში ყოველ ხუთ კვირაში მილიონით უფრო მეტი ადამიანი იბადება ვიდრე კვდება.[10]

ეფექტი მდედრობითი სქესის მოსახლეობაზე

Thumb
"გუანინი რომელიც აგზავნის შვილებს", ტაძარში პატარა სოფელ დანშანში, სიჩუანის პროვინცია.

ჩინეთში სხვა აზიური ქვეყნების მსგავსად უპირატესობას ვაჟიშვილს ანიჭებენ.[10] ზოგადად მიღებულია, რომ სოფლებში ვაჟიშვილი უფრო გამოსადეგია სამეურნეო საქმიანობაში. როგორც სოფლებში ასევე ქალაქებში არის ტრადიციული და ეკონომიკური მოტივები, მათ შორის კონფუციანიზმიც რის გამოც ვაჟიშვილს ამჯობინებენ. ვაჟიშვილის ყოლას ამჯბინებენ ასევე რადგან ის მშობლებს საპენსიო ასაკის დროს უწევს ფინანსურ დახმარებას, და ზოგადად ბიჭის მშობლებს უკეთესი პირობები აქვთ ვიდრე მისი მეუღლის მშობლებს, რადგან ქორწინების შემდეგ გოგო ახალი ოჯახის წევრად ითვლება. მამაკაცების წილი მოსახლეობაში არის უფრო მაღალი ვიდრე ქალების, რადგან ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში მშობლები არჩევენ ყავდეთ ვაჟი, ვიდრე ქალიშვილი.[11]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Better 10 Graves Than One Extra Birth (ISBN 1-931550-92-1, Laogai Research Foundation)
  • Greenhalgh, Susan, (2008). Just One Child: Science and Policy in Deng's China (ISBN 978-0-520-25339-1, University of California Press)

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.