ერატოსთენე

From Wikipedia, the free encyclopedia

ერატოსთენე

ერატოსთენე (ბერძ. Ἐρατοσθένης ὁ Κυρηναῖος); დაახლ. ძვ. წ. 276 – გ. ძვ. წ. 194) — ძველი ბერძენი მეცნიერი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

სწრაფი ფაქტები ერატოსთენე, დაბ. თარიღი ...
დახურვა

დაიბადა ქალაქ კირენას მახლობლად აპოლონიაში (დღევანდელი ლიბიის ტერიტორია), განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში. კალიმაქეს სიკვდილის შემდეგ განაგებდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, გეოგრაფიით, ფილოსოფიით, მუსიკით.

ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. „ერატოსთენეს საცერი“, დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. ერატოსთენეს ეკუთვნის ნაშრომები „ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), „ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), „გეოგრაფია“ (3 წიგნად). მისი ნაწერებიდან ნაწყვეტებია შემორჩენილი.

საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებით ფასეულია სტრაბონის თხზულებაში მოყვანილი ერატოსთენესს ცნობები შავიზღვისპირეთისა და კავკასიის გეოგრაფიული და ეთნიკური ვითარების შესახებ — დასახელებულია აქაური ქალაქები, მდინარეები (ფასისი), მთები, აგრეთვე ქართველური და მათი მეზობელი ტომები: მოსხები, ტიბარენები, კოლხები, ალბანელები და სხვ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.