From Wikipedia, the free encyclopedia
ენგუს სტიუარტ დიტონი (ინგლ. Angus Stewart Deaton; დ. 19 ოქტომბერი, 1945, ედინბურგი) — ანგლო-ამერიკელი ეკონომისტი. 2015 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“. ვუდრო ვილსონის საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.
დიტონი დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში, 1945 წლის 19 ოქტომბერს. სწავლობდა ფეტესის კოლეჯში. ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1967-68 წლებში მუშაობდა ინგლისის ბანკში. 1976-1983 წლებში ბრისტოლის უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის პროფესორი. 1979-1980 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის მიწვეული, ხოლო 1983 წლიდან სრული პროფესორი. ეკონომეტრიკული საზოგადოების წევრია. 1978 წელს მიიღო ფრიშის მედალი. 2009 წელს ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.