From Wikipedia, the free encyclopedia
ემელინ პანკჰერსტი (დ. 15 ივლისი, 1858 – გ. 14 ივნისი, 1928) — ბრიტანელი პოლიტიკური აქტივისტი და ბრიტანული სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერი. ეს მოძრაობა დაეხმარა ქალებს, რომ მოეპოვებინათ ხმის მიცემის უფლება. 1999 წელს ტაიმსმა ემელინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის, აღწერდა მას შემდეგი სიტყვებით: „მან ჩვენი დროის ქალების იდეოლოგია ჩამოაყალიბა; მან საზოგადოება ისეთ სტანდარტებზე აიყვანა, საიდანაც უკან დასახევი გზა მოჭრილია.“[1] ემელინს ფართოდ აკრიტიკებდნენ მისი აგრესიული მიდგომების გამო, ისტორიკოსებიც არ ეთანხმებიან ასეთი მეთოდის ეფექტურობას, მაგრამ მისი მოღვაწეობა გაერთიანებული სამეფოს ქალთა სუფრაჟისტულ წარმატებებში ფასდაუდებლადაა შეფასებული.
ემელინ პანკჰერსტი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 ივლისი, 1858 მოს საიდი, მანჩესტერი |
გარდაცვალების თარიღი |
14 ივნისი, 1928 (69 წლის ასაკში) ჰამფსტედი |
საქმიანობა | სუფრაჟისტი, ფემინისტი |
მეუღლე(ები) | რიჩარდ პენხარსტი |
შვილ(ებ)ი |
სილვია პენხარსტი კრისტობელ პენხარსტი ადელა პენხარსტი |
პანკჰერსტი დაიბადა ქალაქ მანჩესტერში, მოსს საიდზე. მას პოლიტიკურად აქტიური მშობლები ჰაყვდა, ამიტომ 14 წლის ასაკშივე გაეცნო ქალთა სუფრაჟისტულ მოძრაობას. 1879 წლის 18 დეკემბერს ის დაქორწინდა ადვოკატ რიჩარდ პანკჰერსტზე, რომელიც ემელინზე 24 წლით უფროსი იყო. მისი ქმარი აქტიურად უჭერდა მხარს ქალთა ხმის მიცემის უფლებას. მათ ხუთი შვილი შეეძინათ. რიჩარდი მხარს უჭერდა მეუღლეს ყველანაირ წამოწყებაში, ამიტომაც ემელინმა შეძლო და დააარსა ქალთა ფრენჩაიზ ლიგა, რომელიც იბრძოდა როგორც დაქორწინებული ასევე დასაოჯახებელი ქალთა სუფრაჟიზმისთვის. როდესაც ორგანიზაცია დაიშალა ემელინი ცდილობდა გამხდარიყო მემარცხენე თავისუფალი ლეიბორისტული პარტიის წევრი, რადგან მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა სოციალისტ ქაირ ჰარდთან, მაგრამ იგი ადგილობრივ ფლიალში არ მიიღეს მისი სქესის გამო. როდესაც ის ღარიბ ადვოკატად მუშაობდა გაოგნებული იყო იმ საშინელი სამუშაო პირობებით, რომელსაც მანჩესტერის სამუშაო დაწესებულებებში შეხვდა.
1903 წელს, მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ, პანკჰერსტმა დააარსა ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირი (WSPU), რომელიც ყველა ქალის სუფრაჟიზმისთვის იბრძოდა, მისი დევიზი კი იყო: „საქმე სიტყვების ნაცვლად“.[2] ეს კავშირი პოლიტიკური პარტიებისგან სრულიად თავისუფალი იყო, ხშირად ეწინააღმდეგებოდა კიდეც მათ. WSPU ცნობილი გახდა ფიზიკური დაპირისპირებებით: მისი წევრები ამსხვრევდნენ ფანჯრებს და თავს ესხმოდნენ პოლიციის ოფიცრებს. პანკჰერსტი, მისი ქალიშვილი და WSPU-ის აქტივისტები მრავალჯერ ჩასვეს ციხეში, სადაც ისინი უკეთესი პირობებისთვის აცხადებდნენ შიმშილს. ხშირად დაუტყვევებიათ ისინი. როდესაც პენხარსტის უფროსი ქალიშვილი კრისტობელი WSPU-ის ლიდერი გახდა ანტაგონიზმმა ჯგუფსა და მთავრობას შორის პიკს მიაღწია. საბოლოოდ ჯგუფმა შეიმუშავა ტაქტიკა , ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო საუბარი პანკჰერსტების ოჯახის წინააღმდეგ. 1913 წელს WSPU დატოვა ბევრმა გამორჩეულმა წევრმა, მათ შორის იყვნენ ემელინის ქალიშვილები ადელა და სილვია. ემელინის ისეთი განრისხებული იყო, რომ მან „მისცა ადელას ბილეთი, £20 და წერილი ავსტრალიის სუფრაჟისტებისადმი მიწრილი. ემელინი მტკიცედ ითხოვდა მისი ქალიშვილის ემიგრირებას“.[3] ადელამ შეასრულა დედის მოთხოვნა. ამის შემდეგ ოჯახში განხეთქილება ვერ გამოსწორდა. სილვია კი სოციალისტი გახდა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ემელინი და კრისტაბელი დაუჭირეს მხარი ხმის მიცემის უფლების მოპოვებას, რათა მხარი დაეჭირათ ბრიტანეთის მთავრობისთვის „გერმანული აგრესიის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.[4] ისინი მოუწოდებდნენ ქალებს გააქტიურებულიყვნენ ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაში, რათა დახმარებოდნენ ახალგაზრდა კაცებს და წაეხალისებინათ ისინი მსოფლო ომში, ამით გახდნენ თეთრი ბუმბულის მოძრაობის გამორჩეული მონაწილეები.[5] 1918 წელს შემოიღეს კანონი ხმის მიცემის შესახებ: ყველა მამაკაცს 21 წლის ზემოთ და ქალს 30 წლის ზემოთ მიეცათ ხმის მიცემის უფლება. ეს სრულიად განსახვავებული კანონი მიიღეს პირველ მსოფლიო ომში დიდი დანაკარგის გამო. პანკჰერსტმა WSPU გარდაქმნა ქალთა პარტიად, რომელიც ცდილობდა ქალთა თანასწორუფლებიანობის მიღწევას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შემდგომ წლებში ის შეშფოთებული იყო ბოლშევიზმის აგრესიითა და ამ აგრესიის ზრდით, ამიტომაც ის შეუერთდა კონსერვატიულ პარტიას. ის აირჩიეს უიტეჩაპელისა და ჯორჯის კონსერვატიულ კანდიდატად.[6] ემელინ პანკჰერსტი გარდაიცვალა 1928 წლის 14 ივნისს, ზუსტად 2 კვირით ადრე, სანამ კონსერვატიულმა მთავრობამ 1928 წელს დააკანონა როგორც 21 წლის ზემოთ მამაკაცების ასევე 21 წლის ზემოთ ქალების ხმის მიცემის უფლება. ორი წლის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ვიქტორია თაუერის ბაღში ემელინ პანკჰერსტს ძეგლი დაუდგეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.