ეზეკიელი

From Wikipedia, the free encyclopedia

ეზეკიელი

წინასწარმეტყველი ეზეკიელი (ებრ. יְחֶזְקֵאל[Yĕḥezqēʾl]— „ღმერთი გააძლერებს“) — ბიბლიური წინასწარმეტყველი, წმინდანი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსენების დღეს აღნიშნავს 3 აგვისტოს (ძველი სტილით 21 ივლისი).

სწრაფი ფაქტები ეზეკიელი, დაიბადა ...
დახურვა

ცხოვრება და მოღვაწეობა

იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 587) ბაბილონში გადაუსახლებიათ მეფე იეჰოიახინთან ერთად. ტრადიციული აზრი, რომლის მიხედვითაც ძველ აღთქმაში „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ მთლიანად ეზეკიელის თხზულება იყო, ამჟამად უარყოფილია. წიგნში ხაზგასმულია იუდეველთა მტრების მომავალი დამარცხება, ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და იგრძნობა მესიანისტური მომენტები, რომლითაც შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში. „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ ადრევეა ქართულად ნათარგმნი, არის „ოშკის ბიბლიაში“ (978).

ლიტერატურა

  • ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, თ. ცქიტიშვილის გამოც., თბ., 1976

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.