დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — გუმბათოვანი საკათედრო ტაძარი ქალაქ დუშეთში.
ისტორია
1859 წლის 17 სექტემბერს, მართლმადიდებელი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტის მიხედვით დაწყებულა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია ააგეს საჯირითო მოედნის შუაგულში, მოგვიანებით მის გარშემო საქალაქო ბაღი გაშენდა, რომელიც „ბულვარის“ სახელით გახდა ცნობილი.
1934 წელს საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა პირველი ეკლესია დაანგრიეს.
დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 1989 წელს გადაღებული ნაეკლესიარის საძირკველის მოძიებისა და გათხრების ფოტოები.
2004 წელს, ღვთისმშობლის სახელზე ნაკურთხი სამრეკლოს გვერდით აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ეკლესია, რომელიც თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ღვთისმშობლის ეკლესია. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია იმეორებს ფუძნარის ეკლესიის არქიტექტურას.
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.