From Wikipedia, the free encyclopedia
„დროება“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალისტ-ფედერალისტური მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1908-1910 წლებში გაზეთში დაბეჭდილია პოლიტიკურ-ეკონომიკური საერთაშორისო მიმოხილვები, წერილები, აგრეთვე არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, დარია ახვლედიანის, სანდრო შანშიაშვილის, იოსებ გედევანიშვილის, იოსებ გრიშაშვილის, დ. მეტრეველის, დუტუ მეგრელის, ნიკო ლორთქიფანიძის და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები. გაზეთი გამოსცემდა ყოველკვირეულ «„დროების“ სურათებიან დამატებას», 1908 წელს გამოსცა «„დროების“ კალენდარი». რედაქტორ-გამომცემლები იყვნენ ი. სოზიაშვილი (№ 1-24), ილია აგლაძე (№ 25-იდან).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.