From Wikipedia, the free encyclopedia
დოსითეოსი (წერეთელი), ღირსი დოსითეოს ქუთათელი (გ. თებერვალი, 1820) — ქართველი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, ქუთათელი მიტროპოლიტი 1781-1820 წლებში და აფხაზეთის საკათალიკოსოს გამგებელი 1792-1814 წლებში. კათოლიკოსობა უბოძა მეფე სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. იწოდებოდა როგორც „ყოვლადსამღვდელო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზ და განმგე საკათალიკოსოსი“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად [ხსენების დღე — 6 (19) მარტი].
დოსითეოზი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. დოსითეოსის პაპა, პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა — ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ I-ის მეაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანი. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი.
მიტროპოლიტ დოსითეოს ქუთათელს კათოლიკოსობა უბოძა სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. დოსითეოსი დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი. მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. 1789 წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს ერეკლე II-ს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რასაც, უარით უპასუხა ერეკლე II-მ. 1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. დაკრძალულია ანანურში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.