Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
დოროთი მელოუნი (ინგლ. Dorothy Malone) (დ. 29 მაისი, 1924 — გ. 19 იანვარი, 2018) — ამერიკელი მსახიობი ქალი. მისი კინოკარიერა 1943 წელს დაიწყო, ადრეულ წლებში მან ითამაშა მცირე როლები სხვადასხვა ფილმებში, 1946 წელს ითამაშა ფილმში, „ღრმა ძილი“ (1946). 1956 წელს მონაწილეობა მიიღო „ქარზე დაწერილი“-ში (1956), რომლისთვისაც მან მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის. ამ როლის შემდეგ მისი სამსხიობო იმიჯი მკვეთრად შეიცვალა.
მისმა კარიერამ პიკს 1960-იანი წლების დასაწყისში მიაღწია, ხოლო მოგვიანებით დიდი წარმატება მიაღწია კონსტანს მაკკენზის სატელევიზიო როლით, სერიალში ''Peyton Place'' (1964–1968). ამის შემეგ, ნაკლებად აქტიური იყო, დოროთი მელოუნი ბოლოს ეკრანზე 1992 წელს, ფილმში, ''Basic Instinct''-ში გამოჩნდა.[1]
მელოუნი გარდაიცვალა 2018 წლის 19 იანვარს. იგი იყო ჰოლივუდის ოქროს ხანიდან ერთ-ერთი ბოლო ცოცხალი ვარსკვლავი .
ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი დოროთი მელოუნი დაიბადა [2] 1924 წლის 29 იანვარს ჩიკაგოში, ილინოისში, აშშ-ში. იყო ესთერ ემა სმიტის (1902-1983) და იგნატიუს მელოუნის (1895-1985) შვილი. მისი ორი და გარდაიცვალა პოლიომიელიტის გართულების შედეგად..
როდესაც ის ექვსი თვის იყო, მისი ოჯახი დალასში გადავიდა საცხოვრებლად. [3] იქ იგი მაღაზია, „ნეიმან მარკუსის“-თვის მოდელობდა. დადიოდა „დალასის ურსულინის აკადემიაში“, ჰაილენდის პარკის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი, სწავლა „სამხრეთ მეთოდისტის უნივერსიტეტში“ გააგრძელა. მას თავიდან ექთნობა სურდა.
18 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა კომპანია RKO-თან, მისი ნამდვილი სახელით, როგორც დოროთი მელოუნი. [4] [5] პირველად მაყურებელმა დიდ ეკრანზე იგი 1943 წელს ფილმში, Gildersleeve on Broadway-ში (1943) იხილა. [6]
1943 წელს ასევე გადაიღეს ფილმში Falcon and Co-eds (1943). მოგვიანებით მან გაიხსენა: ”მე ქორწილში პატარძალი ვიყავი. სხვა ფილმში ვიყავი გოგოების ორკესტრის ხელმძღვანელი. ერთადერთი, რაც RKO-ს სურდა, ეს იყო ჩემი ტეხასური აქცენტის შეცვლა.” მელოუნი გამოჩნდა RKO-ს წარმოებულ მრავალ ფილმში, მათ შორისაა: „უმაღლესი და უმაღლესი“ (1943) რომელშიც ითამაშა მსახიობ ფრენკ სინატრასთან ერთად, კომედია ''შვიდი დღე ნაპირზე'' (1944), მიუზიკლი შოუბიზნესი (1944), ასევე მიუზიკლი Step Lively (1944) კვლავ სინატრასთან ერთად და Youth Runs Wild (1944), რომლის პროდიუსერიც ვალ ლიუტონი იყო. [7]
RKO-მ კონტრაქტის განახლებაზე მელოუნს უარი უთხრა. [8] მოგვიანებით, პატარა როლი მიიღო Columbia Pictures-ის წარმოებულ ფილმში, „ერთი იდუმალი ღამე“ (1944) [9]
ამის შემდეგ მან ხელშეკრულება გააფორმა კომპანია Warner Bros-თან. „მათ ჩემი სურათი გაზეთში მოათავსეს და სიმაღლეზე ამიყვანეს.“ - ამბობს მელოუნი.[10]
მელონის როლები ჰქონდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: რომანტიკული კომედია „ჰოლივუდის სასადილო“ (1944), დრამა „ძალიან ახალგაზრდა რომ იცოდე“ (1945) და „სასაზღვრო დღეები“ (1945). მან დიდი ყურადღება მაშინ მოიპოვა, როდესაც წიგნების მაღაზიის კლერკის როლი მოირგო ფილმში, „ღრმა ძილი“. ამ ფილმში მასთან ერთად თამაშობდა ამერიკელი მსახიობი ჰამფრი ბოგარტი. [11] ამის შემდეგ დენი მორგანთან ერთად გადაიღეს ფილმში „ჯეინი ქორწინდება“ (1945). ამ პერიოდში გადაიღეს 1946 წლის ამერიკულ ფილმში, „ღამე და დღე“, ამავე წელს დენიზ მორგანთან ერთად ითამაშა ფილმში, გამარჯვებულს.
დოროთიმ პირველი მთავარი როლი ითამაშა ფილმში, „ტეხასელი ორი ბიჭი“ (1948). ამ ფილმში ასევე მონაწილეობდნენ დენის მორგანი და ჯეკ კარსონი.
მელოუნი მორგანთან და ჯანის პეიჯთან ერთად გადაიღეს ფილმში, „ერთ კვირას ნაშუადღევს“ (1948). ''ერთ კვირას ნაშუადღევს'' იყო 1941 წლის ფილმის, „მარწყვის ქერა“-ს რიმეიქი. Flaxy Martin-ში (1949) დოროთიმ ვირჯინია მაიოსა და ზაქარი სკოტთან ერთად მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი კარგი გოგონას როლი ითამაშა ფილმში, სენტ-ლუისის სამხრეთით (1949), სადაც მასთან ერთად გადაიღეს ჯოულ მაკკრეა. მაკკრეა და ის კვლავ თანამშრომლობდნენ, ისინი ამ პერიოდში გადაიღეს ფილმებში: „კოლორადოს ტერიტორია“ (1949), და High Sierra (1941). [12]
დოროთი მელოუნი დემოკრატი იყო.
იყო კათოლიკე. 1959 წლის 28 ივნისს მელოუნი დაქორწინდა ფრანგ მსახიობზე და ბიზნესმენზე, ჯაქუეს ბერგერასზე. წყვილს ეყოლა ორი ქალიშვილი, მიმი (დ. 1960) და დაიანა (დ. 1962). ისინი 1964 წლის 8 დეკემბერს განქორწინდნენ.[13]
ლას-ვეგასში, ნევადაში, 1969 წლის 3 აპრილს დოროთი დაქორწინდა ნიუ-იორკის ბიზნესმენზე, რობერტ ტომარკინზე. მისი მესამე ქორწინება დაკავშირებულია ჩარლზ ჰიუსტონთან, რომელზეც 1971 წლის 2 ოქტომბერს იქორწინა. ისინი 3 წლის შემდეგ განქორწინდნენ.[14]
გარდაიცვალა დალასში, 2018 წლის 10 იანვარს, მის 94 წლის დაბადების დღემდე 10 დღით ადრე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.