დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 11 აპრილი, 1803 — გ. 14 იანვარი, 1845) — ერეკლე II-ის შვილიშვილი, იულონ ბატონიშვილის ძე.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიმიტრი.

1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე.ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთს გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგსა და მოსკოვში.

XIX საუკუნის 20-იან წლებში დიმიტრი ბატონიშვილის სახლში თავს იყრიდნენ ქართველი ოფიცრები. მის სალონში აღმოცენდა 1832 შეთქმულების მომზადების იდეა. დიმიტრი ბატონიშვილის აზრით, ცარიზმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის 1783 წლის ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო. მიაჩნდა, რომ გარეშე ძალის გამოყენებით (ინგლისი, საფრანგეთი და სხვა) შესაძლებელი იყო ზეგავლენა მოეხდინა ცარიზმზე, აეძულებინათ იგი აღედგინა ქართლ-კახეთის სამეფო 1783 ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე. დიმიტრი ბატონიშვილი ოქროპირ და თამარ ბატონიშვილებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულთა საზოგადოების საქმიანობაში. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ჩამოართვეს ბატონიშვილის (ცარევიჩი) ტიტული და სმოლენსკი გაასახლეს. მოგვიანებით რუსეთის სამოქალაქო სამსახურში შევიდა. 1833 წელს დაუმტკიცდა თავად გრუზინსკის ტიტული. გარდაიცვალა 1845 წელს. ცოლ-შვილი არ ჰყოლია. დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.