დიდი შირაქის ველის მესამე ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დიდი შირაქის ველის შუა ნაწილში, ორივე გაშლილ ველზეა, დედოფლისწყარო-ზემო ქედის სავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დიდი ზომმისაა.

ოთხკუთხა ციტადელით (400 x 300 მეტრი). ძეგლის მცირე ნაწილი გადადის გზის მარჯვენა მხარესაც. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრით და I ათასწლეულის დასაწყისით, მიკვლეულია 2009 წელს. ილიას სახელმწიფო უნვირესიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

მეორე ნამოსახლარი ოვალურია, აღმოსავლეთიდან-დასავლეთით დამხობილი (ციტადელის სიგრძე - 200 მეტრამდე, სიგრძე — 150 მეტრი, სიმაღლე - ველის დონიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ მონაკვეთში — 10-12 მეტრი). დაზიანებულია ზედაპირის ინტენსიური დამუშავების გამო. ძეგლს გარშემოუყვება სათავდაცვო ზღუდე და თხრილი. სავარაუდოდ, ადრინდელ ეტაპზე დასახლება გაშლილი იყო, ხოლო მოგვიანებით (ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში), სათავდაცვო ზღუდის შემოვლების შემდეგ, აქ მოსახლეობის კონცენტრაცია მომხდარა.

ძეგლის ჩრდილო-დასავლეთით, 200 მეტრის დაშორებით, სისტემატური ხვნის შედეგად გადასწორებული ბორცვია. მასზე გამოვლენილი კარგად გამომწვარი, ნაცრისფერი კერამიკული მასალა და ობსიდიანის უსახო ანატკეცები აქ სამაროვნის არსებობას ადასტურებს. სამაროვანი ნამოსახლარის ერთ-ერთი კულტურული ფენის შესატყვისი უნდა იყოს. პირველი ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში, შეინიშნება გორასამარხის ტიპის მცირე შემაღლებები. რაც, სავარაუდოდ, სამარხებს უნდა წარმოადგენდეს (მათი დიამეტრი 10-დან 30 მეტრამდეა).

ნამოსალხარზე აკრეფილი მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.