დიდი სვინაქსარი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი სვინაქსარი — X საუკუნის ქართული ხელნაწერი საღვთისმსახურო წიგნი, რომელშიც თავმოყრილია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა, მათ შორის ქართველთა მოკლე ცხოვრებები და წამებები. ხელნაწერი საეკლესიო კალენდარზეა გაწყობილი. შეიცავს ინფორმაციას სოფიაწმინდის, სტოდიელთა სავანისა და ათონის ივერთა მონასტრის ლიტურგიკული პრაქტიკის შესახებ.
დიდი სვინაქსარი 1042-1044 წლებში ბერძნული ენიდან თარგმნა და ქართული მასალით შეავსო გიორგი მთაწმიდელმა. ეს ხელნაწერი კი იმავე საუკუნეში ცნობილი კალიგრაფების, დავით და იოვანე ჯიბისძეების მიერაა გადაწერილი შავ მთაზე, რომანწმინდის მონასტერში.
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, შეიცავს 452 ფურცელს, ფურცლის ზომებია 22X17 სანტიმეტრი. შესრულებულია ნუსხურით, მელანი ყავისფერია. სათაურები სინგურით ასომთავრულადაა ნაწერი. ხელნაწერი გაფორმებულია სწორხაზოვანი თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით.
დიდი სვინაქსარი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-2211).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.