From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ამაღლება (რუს. Большое Вознесение) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში პრესნენის რაიონში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია უფლის ამაღლების სახელზე, ეგვტერები კი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე.
დიდი ამაღლება | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′27″ ჩ. გ. 37°35′44″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | XV საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ტაძრის ადგილზე ხის ეკლესიის აგების შესახებ პირველი მონაცემები არსებობს 1619 წლიდან. 1639 წელს აღნიშნული ეკლესია დაიწვა.
1685-1689 წლებში დედოფალმა ნატალია ნარიშკინამ ქვისაგან ააგო ამაღლების ტაძარი, რომლის ეგვტერებიც იყო ნაკურთხი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ელესიასთან ახლოს 1774 წლის 7 ოქტომბერს დარია პოტიომკინამ თავად სერგეი გაგარინისაგან იყიდა სახლი. 1784 წლის მერე იგი გადავიდა თავად გრიგორი პოტიომკინის მფლობელობაში, რომელიც ითვლება ახალი ტაძრის მშენებლად. რადგან ძველი ტაძრის ადგილზე აგებული ეკლესიის ფუნდამენტი არ იყო მყარი მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი ტაძარი, რისთვისაც თავადმა პოტიომკინმა გადასცა თავისი ეზო. 1791 წელს მისმა გარდაცვალებამ შეაყოვნა აღნიშნული პროექტის განხორციელება, მაგრამ მისმა ძმისშვილებმა 1795 წელს ნდობა გამოუცხადეს მღვდელ ანტიპს და საბოლოოდ გადასცეს მიწის ნაკვეთი. 1798 წელს საფუძველი ჩაუყარეს სატრაპეზოსა და ორ ეგვტერს, რომელშიც ამჟამად განთავსებულია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეგვტერები. 1812 წლის ხანძრის დროს დაუმთავრებელი ეკლესია დაიწვა და საბოლოოდ დაასრულეს 1816 წელს. 1831 წელს აღნიშნულ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ალექსანდრე პუშკინმა და ნატალია გონჩარევამ. ამ დროისათვის ძველი ეკლესია დაშალეს, სამრეკლოს ჩათვლით, ხოლო პროექტი გადაამუშავეს. 1830 წელს ოსიპ ბოვემ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებს დაამატა იონიური პორტიკები. 1845 წელს მშენებლობა დასრულდა. მშენებლობას ფიოდორ შესტაკოვის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობდა ევგრაფ ტიურინი. საბოლოოდ მშენებლობა დასრულდა 1848 წელს. კანკელი დაამზადა არქიტექტორმა მიხაილ ბიკოვსკიმ 1840 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს ოფიციალურად ეწოდება უფლის ამაღლების ეკლესია, მოსახლეობაში ხშირად გამოიყენება სახელწოდება დიდი ამაღლება, განსხვავებით მცირე ამაღლებისაგან, რომელიც უფრო ძველი ეკლესიაა და აგებულია 1634 წელს.
ტაძრის შენობა აგებულია ამპირის სტილში.
ეკლესიის მრევლში ირიცხებოდა ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელი, თავადები და ვაჭრები. 1917 წლის 13 ნოემბერს აქ დაკრძალეს იუნკერები და ოფიცრები, რომლებიც დაიღუპნენ მოსკოვში მიმდინარე ოქტომბრის მოვლენების მსვლელობისას.
1925 წლის 5 აპრილს ტაძარში აღავლინა თავისი უკანასკნელი ღვთისმსხურება პატრიარქმა ტიხონმა, რომელიც გარდაიცვალა 7 აპრილს.
1931 წელს ეკლესია დახურეს, შენობას გამოიყენებდნენ ტარის შესანახად, შემდეგ კი ავტოფარეხად. კანკელი გაანადგურეს, ძველი ხატები ეკლესიაშივე დაწვეს, გადაღებეს კედლის მხატვრობა. 1937 წელს დაანგრიეს XVII საუკუნის სამრეკლო. 1972 წელს აშშ-ის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ვიზიტთან დაკავშირებით, ჩაუტარეს კოსმეტიკური რემონტი.
1990 წელს შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ამავე წლის 23 სექტემბრიდან აღსდგა ღვთისმსახურება. ტაძარი აკურთხეს ამაღლების დღესასწაულზე. 1993-1994 წლებში განახლდა ფასადი.
სარემონტო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს 1937 წელს ვანგრეული სამრეკლოს საფუძველი, რომელზეც 2002-2004 წლებში დააშენეს ახალი სამრეკლო. პატრიარქმა ალექსი II-მ აკურთხა ახალი სამრეკლო 2004 წლის 20 მაისს.
ეკლესიაში ინახება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, პანტელეიმონ მკურნალის ხატი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, სპირიდონ ტრიუმფიტელის ფეხსაცმელები.
ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.