დეზ-მეტალი

From Wikipedia, the free encyclopedia

დეზ-მეტალიმძიმე მეტალის ექსტრემალური ქვეჟანრი, რომელიც, ჩვეულებრივ, იყენებს გიტარებს მძიმე დიტორშენით, ვოკალს ძლიერი გროულინგით, დრამებს ბლასტ ბითით, კლავიშებიან ინსტრუმენტებს მაღალ ტონალობებში და მუსიკის ჩახლართულ სტრუქტურას ტემპის მრავალი ცვლილებით.

სწრაფი ფაქტები დეზ-მეტალი, ჟანრობრივი წარმომავლობა ...
დახურვა

თრეშ მეტალისგან ნასესხები სტრუქტურის გამო დეზ-მეტალის განვითარება მოხდა შუა 80-იანებში.[2] ძირითადად მისი, როგორც ჟანრის ჩამოყალიბებაზე, დიდი გავლენა იქონია თრეშ მეტალ ჯგუფებმა Slayer,[3][4] Kreator[3] და Celtic Frost.[3] ჯგუფი Death და მისი ლიდერი ჩაკ შულინდერი (რომელიც ხშირად მოიხსენიება „დეზ-მეტალის მამად“)[5][6][7], ჯგუფები Possessed[8], Obituary და Morbid Angel მიჩნეულნი არიან დეზ-მეტალის პიონერებად.[9] გვიან 1980-ებსა და ადრეულ 1990-ებში, დეზ-მეტალმა დაიმსახურა მედიის მეტი ყურადღება, გამომდინარე იქიდან რომ ისეთმა პოპულარულმა ლეიბლებმა, როგორებიცაა Earache და Roadrunner სწრაფი ტემპით დაიწყეს კონტრაქტების გაფორმება დეზ-მეტალ ჯგუფებთან.[10] მას მერე დეზ-მეტალი დაიყო ქვეჟანრებად.[11]

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.