From Wikipedia, the free encyclopedia
დარე არონოფსკი (ინგლ. Darren Aronofsky; დ. 12 თებერვალი, 1969, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი.
დარენ არონოფსკი | |
---|---|
დაბადების სახელი | დარენ არონოფსკი |
დაბადების თარიღი |
12 თებერვალი, 1969 ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი |
მეუღლე(ები) | რეიჩელ ვაისი (2010-2011) |
საიტი |
ჰარვარდში სწავლობდა კინო და სოციალურ ანთროპოლოგიას. პირველი ფილმი, მცირებიუჯეტიანი „პი“ გადაიღო 1997 წელს. მომდევნო ფილმისთვის „ოცნების რეკვიემი“ დაიმსახურა კრიტიკოსთა ქება. ყველაზე მეტი ნომინაცია, მათ შორის ნომინაცია ოსკარზე, მოუტანა ფილმმა „შავი გედი“.
პირველი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი იყო ფილმი „ნოე“, რომელიც 2014 წლის 28 მარტს გამოვიდა და რომლის გადაღებებზე 115 მილიონი დოლარი დაიხარჯა.[1] „ნოე“ ამავე სახელის ბიბლიური პერსონაჟის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. არონოფსკიმ მთავარი როლის შესრულება შესთავაზა კრისტიან ბეილსა და მაიკლ ფასბინდერს, მაგრამ ფილმში მონაწილეობაზე ორივემ უარი განაცხადა. ნოეს როლი რასელ კროუმ შეასრულა. მასთან ერთად ითამაშეს ჯენიფერ კონელიმ, ენტონი ჰოპკინზმა, ემა უოტსონმა და სხვებმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.