From Wikipedia, the free encyclopedia
დარდანები — ბალკანეთში, თანამედროვე სერბეთის სამხრეთით, კოსოვოში მცხოვრები ხალხი. საუბრობდნენ დარდანულ ენაზე. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც დარდანები არიან თანამედროვე ალბანელების წინაპრები[1].
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით დარდანი ილირიუსის შვილია და ითვლება დარდანების ეპონიმად[2]. ზოგიერთი თვალსაზრისით დარდანებს უკავშირებენ ჰომეროსის „ილიადაში“ მოხსენიებულ დარდანებს, რომლებიც ტროადის მცხოვრებლები იყვნენ. უძველესი წყაროები დარდანების წარმომავლობის შესახებ წინააღმდეგობრივია. ზოგი მათ რომაელებად მიიჩნევენ, ზოგი კი — ბერძნებად[3].
დიოდორე სიცილიელი მათ აღმოსავლეთიდან (დარდანელის რაიონიდან) გადმოსახლებულად მიიჩნევდა.
პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან მას შემდეგ, რაც მათ მეფემ ბარდილმა გააერთიანა და თავის კონტროლს დაუქვემდებარა რამდენიმე ადგილობრივი ტომი. ძვ. წ. 358 წელს ფილიპე II მაკედონელმა დარდანებთან დადო ხელშეკრულება და ცოლად შეირთო დარდანების პრინცესა აუდატუ, თუმცა შემდეგ ფილიპე II-მ დაამარცხა დარდანები ბარდილის მეთაურობით.
ძვ. წ. 334 წელს, ალექსანდრე მაკედონელის დროს დარდანები თავს დაესხნენ მაკედონიას, მაგრამ დამარცხდნენ და აღიარეს მისი ხელისუფლება. დარდანები მოგვიანებითაც აგრძელებდნენ მაკედონელებზე თავდასხმას. საბოლოოდ დარდანები დაიპყრეს რომაელებმა. იმპერატორმა დიოკლეტიანემ იქ შექმნა პროვინცია დარდანია, ცენტრით ქალაქ ნიშში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.