From Wikipedia, the free encyclopedia
დანდიქოის ციხე — ციხე თურქეთში ციხე მდებარეობს ხარშიტის ხეობის შუა წელზე. ეს მცირე მოცულობის ციხეც საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილასაა აგებული. აქედან მოსჩანს მთელი ხეობა ოთხივე მხრივ.
აქაც იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როგორც შაბან-კალესთან. უხუცესთა გადმოცემით ძველი გზები სწორედ ამ უზარმაზარი ბორცვის აღმოსავლეთით არცთუისე მკვეთრად დახრილი ფერდობის შუა ნაწილში გაივლიდა. ეს ციხე როგორც ჩანს, ერთის მხრივ აკონტროლებდა ზღვისპირეთიდან გუმუშხანესაკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, ხოლო მეორეს მხრივ ასევე დერე გოზუს ხეობაში ალპური მდელოებით გამავალ უმოკლეს საზაფხულო გზას გუმუშხანესაკენ. ბორცვი, რომელზედაც ციხეა დაშენებული, ძირითადი ხეობისაგან შიგნითაა შეწეული. თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე როგორც ჩანს, იგი უკავშირდებოდა სხვა ციხეებს და ამიტომ მას საგუშაგო-სასიგნალო დანიშნულებაც უნდა ჰქონოდა. ციხე საკმაოდ დანგრეულია. მისი დიდი ნაწილი საძირკვლების დონემდეა მოშლილი. მის მთლიან ზედაპირს ეკალბარდი ფარავს. შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ზოგან მისი სიმაღლე 6–8 მეტრსაც აღწევს. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი რამდენიმეჯერ ჩანს დანგრეულ-აღდგენილი. ქვედა ნაწილის წყობები გამართულია შედარებით კარგად დამუშავებული ქვებით. ზედა, აღდგენის შემდგომი კი უსისტემო და დაუმუშავებელი ქვებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.