From Wikipedia, the free encyclopedia
ეპისკოპოსი დამიანე (ერისკაცობაში — მამუკა (ომარ) კონსტანტინეს ძე ხუფენია; დ. 6 აგვისტო, 1959, სოხუმი — გ. 30 ივლისი, 2022) — სამთავისისა და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 3 ნოემბრიდან გარდაცვალებამდე. ანგელოზის დღე: 14ივლისი და14 ნოემბერი — წმიდანი უვეცხლო მკურნალი დამიანეს ხსენება.
ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
დაბადების სახელი: | მამუკა (ომარ) კონსტანტინეს ძე ხუფენია | ||
დაბადება: | 6 აგვისტო, 1959 სოხუმი | ||
გარდაცვალება: | 30 ივლისი, 2022 (62 წლის) | ||
ბერად აღკვეცა: | 2004 წლის 2 იანვარი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 2004 წლის 4 სექტემბერი | ||
მღვდლად კურთხევა: | 2005 წლის 28 აგვისტო | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 2013 წლის 3 ნოემბერი |
1999 წლიდან იყო საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) მორჩილებაში. 2002 წლიდან სამთავისისა და გორის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა.
2004 წლის 2 იანვარს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა და სახელად დამიანე უწოდა. 2004 წლის 4 სექტემბერს გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ დიაკვნად აკურთხა. 2005 წლის 28 აგვისტოს გორის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა.
2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი დამიანე გამორჩეულ იქნა სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად.[1] ხოლო 2013 წლის 3 ნოემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[2]
2022 წლის 30 ივლისს, ქვემო ქართლში, მარტყოფთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.