წყალსაცავი საქართველოში, კახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
დალის მთის წყალსაცავი — წყალსაცავი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. გაშენებულია მდინარე ივრის ქვემო დინებაში, ზღვის დონიდან 264–301 მ სიმაღლეზე. ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 37.5 კმ-ში. ფართობი მაქსიმალური შეტბორვის დროს 5 კმ². მაქსიმალური სიგრძე 4–4.5 კმ, ხოლო სიგანე 1–1.5 კმ.[1] კალაპოტური ტიპისაა. ფსკერის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვა-ქვიშიანია. ირგვლივ გორაკებია, ზოგან გაშლილი ვაკე ადგილები. სანაპირო დაფარულია სხვადასხვა სახეობის ბუჩქოვანი ხე-მცენარეულობით, ხოლო შესართავსა და მარჯვენა სანაპიროზე გვხვდება ტყიანი მასივები. მელიორაციული დანიშნულებისაა.[1]
დალის მთის წყალსაცავი | |
---|---|
კოორდინატები: 41°17′52″ ჩ. გ. 45°52′23″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
ზღვის დონიდან | 264–301 მ |
სიგრძე | 4–4.5 კმ |
სიგანე | 1–1.5 კმ |
ფართობი | 5 კმ² |
მოცულობა | 0.111 კმ³ |
დალის მთის წყალსაცავის კაშხლის ექსპლუატაცია დაიწყო 1984 წელს.[2] მისი მშენებლობა არასრული სახით დამთავრდა 1991 წელს. საზრდოობს მდინარე ივრიდან მიყვანილი ჭაჭუნის არხით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წელს და წყალსაცავის გამოყენება საირიგაციო მიზნებისთვის გადაწყდა. სარწყავად გაშენებული წყალსაცავის მშენებლობის მიზანი ჭაჭუნის აღკვეთილის მიდამოებში ორი სოფლის გაშენება და მიწების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისება უნდა ყოფილიყო. 1994 წელს მოხდა კაშხლის ავარია.[2] დალის მთის მიწის კაშხლის თხემზე წყლის გადადინების გამო კაშხალი მწყობრიდან გამოვიდა და წყალსაცავი დღემდე დაცლილია.[3]
წყალსაცავის სიახლოვეს, ივრის მარჯვენა სანაპიროზე, აღმართულია დალის მთა. წყალსაცავში მოშენებულია თევზი, მათ შორის: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვა. წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.